თუშეთში სამი დღით!

ფოტო: Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამცხეთა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID6609

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ადგილების რაოდენობა: 7 ადგილი

მარშრუტი: თბილისი - ალვანი - ომალო - შენაქო - დიკლო - დართლო - ფარსმა - დოჭუ - თელავი - თბილისი

შეკრების ადგილი: ვარდების მოედანი

☑ ტრანსპორტირებას;

☑ გამყოლის მომსახურებას;

☑ ფოტოგრაფის მომსახურებას;

☑ კარვებში განთავსებას.

I დღე

➤ თბილისი - ქვემო ალვანი - ფშაველები - აბანოს უღელტეხილი - ომალო - შენაქო - დიკლო - ომალო

07:00 გასვლა თბილისიდან თუშეთს მიმართულებით;

12:00 - 13:00 სადილი;

15:00 ჩასვლა ომალოში

17:00 გაღმა თუშეთი - სოფელი შენაქო;

18:00 საფეხმავლო ტური ძველი დიკლოს მიმართულებით;

20:00 დაბრუნება ომალოში. დაბინავება კარვებში / ვახშამი

ფეხით სავალი მონაკვეთები: დიკლოში 800 მეტრი.

II დღე

➤ ომალო - დართლო - კვავლო - ფარსმა - გირევი - ჰეღო

08:00 საუზმე;

09:00 ექსკურსია ძველ ომალოში კესელოს კოშკები და მუზეუმი;

11:00 გამგზავრება პირიქითა თუშეთში;

12:00 - 18:00 დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი, ჰეღო.

13:00 სადილი დართლოში.

20:00 დაბრუნება ომალოში / ვახშამი / ღამისთევა.

ფეხით სავალი მონაკვეთი: კვავლოში 1 კილომეტრი.

III დღე

➤ ომალო - დოჭუ - ჯვარბოსელი - ილიურთა - ომალო - თელავი - თბილისი

08:00 საუზმე;

09:00 გამგზავრება გომეწრის ხეობისკენ.

11:00 - 15:00 ჯვარბოსელა, დოჭუ, ილიურთა;

15:00 სადილი ომალოში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით;

22:00 დაბრუნება თბილისში

აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ტურზე!

ანგარიშის ნომერი:

მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ

მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.

რა ვნახოთ

  • სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
  • ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
  • სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
  • ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
  • შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
  • ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.

მცხეთა: გზამკვლევი
მცხეთა

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება მცხეთას?
სვეტიცხოველი, სამთავრო და ჯვარი 3–4 საათში ჯდება. შიომღვიმის დამატებით — მთელი დღე.
როგორ ავიდე ჯვრის მონასტერზე?
მანქანით ან ტაქსით ქალაქიდან დაახლოებით 15 წუთია, გზა მოასფალტებულია. ფეხით ასასვლელი მოხერხებული ბილიკი არ არის.
ღირს თუ არა მცხეთაში ღამის გათევა?
თბილისიდან ერთ დღეში ჩამოსვლა ადვილია, მაგრამ საღამოს, როცა ავტობუსები მიდის, ძველი ქალაქი მშვიდდება და ნათებული სვეტიცხოველი ძალიან ლამაზია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი, ძველი ქალაქი პატარაა და ფეხით იოლად შემოივლით. ბავშვებს მოსწონთ ჯვრიდან ხედი და მდინარის ნაპირზე გასეირნება.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.