national delicacy

ტაო კლარჯეთის 3 დღიანი ტური - გიორგობის დღესასწაული ( ისტორიკოსს გიდთან ერთად)

  • ID: 66063
  • ნახვები: 823
complogo
ფენომენალური ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/05/23
    დაბრუნება
    • 07/05/23
დამატებითი ინფორმაცია

სამდღიანი ტური ტაო-კლარჯეთში, აღმოაჩინე ქართული ისტორიული ძეგლები ისტორიკოსს გიდთან ჩვენთან ერთად 

ტურის თარიღი : 5-6-7 მაისი

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი ტური?

ტურის მეგზური იქნება ყველასთვის ცნობილი ისტორიკოსი,პროფესორი და მხარეთმცოდნე ზაზა ნათენაძე,ვინც გამოირჩევა კარგი საუბრით, იუმორით და ხალხის სიყვარულით.

ტურზე მოგვემსახურება მძღოლი ძალიან დიდი გამოცდილებით, ეს არის ადამიანი,ვინც თვალდახუჭული იცის ყველა კუთხე კუნჭული ტაოს ტერიტორიაზე

ტურზე მოვინახულებთ მაქსიმალურად ბევრ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესს ადგილს , ტაძრებს , მონასტრებს, ციხეებს, ხეობებს, ქედებს.

ტურის ფარგლებში ვიმოგზაურებთ ტაო-კლარჯეთის უნიკალურ მიწაზე, სადაც მოვინახულებთ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს.
ტაო-კლარჯეთი საქართველოს ისტორიული მხარეა, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს სახელწოდება ამ მხარეს ორი მნიშვნელოვანი თემის - ტაოსა და კლარჯეთის გამო ეწოდა, სინამდვილეში კი ის გაცილებით ვრცელ ტერიტორიას მოიცავს - შავშეთს, არტაანს, ერუშეთს, ფოცხოვს, თორთომს, ართვინს, არდაგანს.

 

ტურის თარიღი : 5-6-7 მაისი
ტურის სირთულე : საშუალო
ტური არის ჯგუფური 15-18 ადამიანი
ტურის ღირებულება : 390 ლარი
ტურის ღირებულებაში შედის:

ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
ღამისთევა სასტუმროში 2 ღამე;
საუზმე სასტუმროში
ვახშამი სასტუმროში
გიდის მომსახურება ( კვალიფიციური )

მოსანახულებელი ადგილები:
დღე პირეველი
შავშეთი
ქაჯის ციხე
ტბეთი
ხანთის მონასტერი ( წმ. გრიგოლ ხანძთელის კვალდაკვალ)
ეშმაკის კანიონი
არტანუჯის ციხე
დარჩენა სასტუმროში (არტანუჯში)
ვახშამი სასტუმროში

დღე მეორე
საუზმე სასტუმროში
დოლისყანა
ოშკი
ხახული
თორთუმის ჩანჩქერი
თორთუმის ტბა
დარჩენა სასტუმროში ( აგარა )
ვახშამი სასტუმროში

დღე მესამე
საუზმე სასტუმროში
ოთხთა
იშხანი
ბანა
დაბრუნება თბილისში

შორიდან ვნახავთ : (ასვლა შეუძლებელია)
სათლეს ციხე
კავკასიძეების ციხე
ფარნაკისა და ავჭალის ციხეებს
.
გასათვალისწინებელი ინფორმაცია
საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი ან ID ბარათი (ახალი).
პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი.
18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ერთ ერთი მშობლისაგან.
ღირებულებაში არ შედის მუზეუმების მოსაკრებელი და თქვენი პირადი ხარჯები
შენიშვნა 
ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს ტურის მარშუტი თუ ამის საჭიროება დადგება : უამინდობის, გზებზე მიმდინარე სამუშაოების და სხვა მიზეზთა გამო.
გზაში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება და სიგარეტის მოწევა
 სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
558 65 60 85 გიორგი
Whatsapp: 558 65 60 85

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე390.00
ფენომენალური ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/05/23
    დაბრუნება
    • 07/05/23
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა