ყაზბეგი-ჯუთა ორდღიანი ტური
ფოტო: Braveheart · CC BY-SA 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
გუდაურის გადასახედი. პანორამა
ხევის სიონი
ფანშეტის კოშკები და ნასახლარები
გერგეტის სამება
დარიალის ხეობა.
დარიალის სამონასტრო კომპლექსი.
გველეთის დიდი და პატარა ჩანჩქერი
დაბინავება სასტუმროში ყაზბეგში
II დღე:
სნო
ზეთა
მეხუთე სეზონი
ჯუთას ჩანჩქერი
ჯუთას ტბა ერკონოვანო
ანანური და განტვირთვისთვის გავისეირნებთ ანანურის სანაპიროზე პარკში
ტური რომ შედგეს აუცილებელია მინ. 15 ვიზიტორი!
გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
არ ვბილწვსიტყვაობთ!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს და ტრანსპორტში!
სასურველია გქონდეთ საწვიმარი და გამოსაცვლელი ფეხსაცმელი!
ვემორჩილებით გამყოლს!
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით ‼
გიდი!
საოჯახო სასტუმრო ყაზბეგში 2 და 3 ადგილიან ნომრებში(სველი წერტილებით)
კვება! ყველას მოგვაქვს 2 დღის სამყოფი საკვები ან თავად ვაგვარებთ ადგილზე!
სურვილისამებრ გამოვივლით ფასანაურის ცნობილ სახინკლეში!
გერგეტის სამებამდე ფეხით ასასვლელი (ორივე გზა) 8 კილომეტრი. აუცილებლად ავდივართ დელიკებით, რადგან მოვასწოთ გველეთის ორივე ჩანჩქერი, გერგეტზე დელიკათი ასვლა ორივე გზა ერთ ვიზიტორზე .
გასვლის დრო: - დილის 7:00 სთ.
თბილისში დაბრუნება მეორე დღეს: -საღამოს 22:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი
ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.
რა ვნახოთ
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
- გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
- დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
- ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
- ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
- რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.