დღიანი ტური ყაზბეგში
ფოტო: Braveheart · CC BY-SA 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ყაზბეგი ეს არის ადგილი,სადაც ყოფნა არასდროს მოგბეზრდება, აქ სეზონის ნებისმიერ მონაკვეთში თავისებური ხიბლი და შესანიშნავი ატმოსფეროა. ტურის ფარგლებში მოვინახულებთ გერგეტის სამებას, საიდანაც უნიკალური ხედები იშლება, გადავალთ დარიალის ხეობაში და მოვაწყობთ მცირე ლაშქრობას გველეთის ჩანჩქერამდე .ტურის დროს გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს და სურვილის შეთხვევაში ვესტუმრებით ფასანაურს,რომელიც გამორჩეულია ადგილობრივი ხინკლით
ტურის სირთულე: მარტივი
ტურის აღწერა:
08:00 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლი)
მოსანახულებელი ადგილები :
გუდაურის გადმოსახედი
მჟავე წყლები
გერგეტის სამება
გველეთის ჩანჩქერი ( 2 კმ)
დარიალის ხეობა
დარიალის მამათა მონასტერი
სურვილის შემთხვევაში ფასანაურის ხინკალი
ტურის საფასური :
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
სატრანსპორტო მომსახურება (სპრინტერის კომფორტული მიკროავტობუსი)
გამოცდილი გამყოლი;
ფოტო გადაღება.
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
Whatsapp:
ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.
რა ვნახოთ
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
- გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
- დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
- ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
- ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
- რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.