სამდღიანი სათხილამურო ჯიპ-ტური სვანეთში ❄️❄️❄️

ფოტო: This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაყაზბეგი, ჰაწვალი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID65897

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები

ტურის შესახებ

,," გთავაზობთ სამდღიან სათხილამურო ჯიპ-ტურს დათოვლილ სვანეთში

ტური გაიმართება ყოველ პარასკევს
(მთლიანად დაჯავშნის შემთხვევაში ტურის განხორციელება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს)

• ტურისტების რაოდენობა: 7-14-21+ პერსონა

• ტურის ხანგრძლივობა: 3-დღე 2-ღამე

შეკრების ადგილი:

​თბილისი, მ. დიდუბე (სამთო ქიმიის წინ) 5:00 საათი

მარშრუტი:
1)დღე

• ენგურის წყალსაცავი

• დასვენება საოჯახო სასტუმროში (მესტია)

• კურორტი ჰაწვალი (ვისრიალებთ და გადავიღებთ ულამაზეს სურათებს მესტიის და თეთნულდის ფონზე)

• ჰეშკილის ქოხები

• საღამოს დავბრუნდებით სასტუმროში

2)დღე

• მოვილოცავთ მესტიის საკათედრო ტაძარს,

• სიყვარულის კოშკი,

• კურორტი თეთნულდი (ვისრიალებთ და გადავიღებთ ულამაზეს სურათებს)

• საღამოს დაბრუნება სასტუმროში (მესტიაში)

3)დღე

• მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი

• მ. ხერგიანის სახელობის მუზეუმი

• დადიანების სასახლე (ზუგდიდი)

• გამომგზავრება თბილისში

• (ტრანსპორტირება + გამყოლის მომსახურება)

• (ტრანსპორტირება+გამყოლის მომსახურება და საოჯახო სასტუმროში განთავსება )

• ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი კომფორტული ჯიპით (MITSUBISHI DELICA 4x4)

• განთავსება საოჯარო სასტუმროში

• გამოცდილი მძღოლი გამყოლი

• საბაგიროს და ​​​​​მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები

• კვება

საჭირო ეკიპირება:

• მოსახერხებელი სპორტული და თბილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი

აკრძალულია:

• ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება

• ​არ ვაბინძურებთ გარემოს

• ​ან მოგვწერეთ facebook :

თანხის ჩარიცხვა შე​საძლებელია

საქ. ბანკი:

თი ბი სი ბანკი:

ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.

რა ვნახოთ

  • გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
  • გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
  • დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
  • ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
  • ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
  • რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.

ყაზბეგი: გზამკვლევი
ყაზბეგი

ხშირი კითხვები

ერთ დღეში შეიძლება ყაზბეგის ნახვა?
დიახ, თბილისიდან ერთდღიანი ტური ანანურს, ჯვრის უღელტეხილსა და გერგეტის სამებას მოიცავს. მყინვარისა და ჯუთისთვის მინიმუმ ერთი ღამე დარჩით.
ღიაა თუ არა გზა ზამთარში?
ძირითადად ღიაა, მაგრამ ძლიერი თოვლისა და ზვავის საფრთხისას ჯვრის უღელტეხილს კეტავენ. გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ და მანქანას ზამთრის საბურავები სჭირდება.
რამდენად რთულია გერგეტის სამებამდე ასვლა?
ფეხით 1–1,5 საათი საშუალო სირთულის აღმართია, ბილიკი კარგად ჩანს. ასვლა ჯიპითაც შეიძლება, ეკლესიასთან გზა მიდის.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, სამებამდე მანქანით ავა ნებისმიერი ასაკის ბავშვი, ტრუსოსა და ჯუთის ბილიკები კი უფროსი ბავშვებისთვის კარგია. თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც წაიღეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.