ერთდღიანი ჯიპ-ტური დათოვლილ ყაზბეგში ❄️❄️❄️

ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; FingerWiki · CC BY-SA 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაჟინვალი, ყაზბეგი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID65688

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

,," გთავაზობთ ერთდღიან ტურს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში ყაზბეგში

• ტური გაიმართება ყოველდღე

• მგზავრების რაოდენობა: 7-14-21... პერსონა

• ​ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე

შეკრების ადგილი:​

• თბილისი: მ.დიდუბე ( სამთო ქიმიის წინ) 8:00 საათი

​მარშრუტი:

• ჟინვალის წყალსაცავი​

• ანანურის სამონასტრო კომპლექსი

• თეთრი და შავი არაგვის შესართავი

• ​გუდაურის გადმოსახედი​​

• ​​ჯვრის უღელტეხილი (ზღვის დონიდან 2395 მ.)

• ვეძა (მჟავე წყალი​)

• გერგეტის სამება (ზღვის დონიდან 2200 მ.) (მანქანით ავდივართ ბოლომდე)

• გველეთის (გაყინული ჩანჩქერი (ფეხით სასიარულო 500 მ.)

• დარიალის სამონასტრო კომპლექსი

• ​​სნოს ციხე და პატრიარქის სახლ-მუზეუმი

• სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მთიულური ხინკლის დაგემოვნება.

• უცხოენოვანი გიდის მომსახურება +.

• ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი ჯიპით. (MITSUBISHI DELICA 4x4)

• გამოცდილი და მაღალი კლასის მძღოლი-გამყოლი

საჭირო ეკიპირება:

• მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი (ტაძრებში შესასვლელად წამოიღეთ კაბა და მანდილი

​

• ა​ჩიკო

• ​ან მოგვწერეთ facebook :

თანხის ჩარიცხვა შე​საძლებელია საქ. ბანკის მეშვეობით:

ჟინვალი — რა ტურებს გთავაზობთ

ჟინვალი ჩვეულებრივ ყაზბეგისა და გუდაურის ერთდღიან ტურში შედის — ტრანსპორტით თბილისიდან, გიდით და გაჩერებით ანანურთან. მარშრუტს თქვენს დღეზე შევადგენთ, სურვილისამებრ ღამისთევითაც.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, მწვანე ან შემოდგომისფერი ფერდობები და წყალსაცავის ყველაზე ლამაზი ფერი.
ივლის-აგვისტოში აქ თბილისზე გრილა, მაგრამ შაბათ-კვირას სამხედრო გზაზე საცობია.
ზამთარში დაბამდე გზა ღიაა; ზემოთ, გუდაურისკენ, თოვლი და ჯაჭვები შეიძლება დაგჭირდეთ.

რა ვნახოთ

  • ჟინვალის წყალსაცავი — ფირუზისფერი ტბა მთებს შორის; თბილისის სასმელი წყლის წყაროა, ამიტომ ბანაობა აკრძალულია
  • ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით წყალსაცავის ნაპირზე, დაბიდან 6–7 კმ-ში
  • ჟინვალჰესის კაშხალი — დიდი მიწის კაშხალი, საიდანაც წყალსაცავი და არაგვის ხეობა კარგად ჩანს
  • ბაზალეთის ტბა — ლეგენდებიანი ტბა 15 კმ-ში, საზაფხულო დასვენების ადგილი
  • ფშავის არაგვის ხეობა — გზა ბარისახოსა და შატილისკენ აქედან იწყება

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან სამხედრო გზით დაახლოებით 65 კმ-ია, 50–60 წუთი. დიდუბის სადგურიდან ფასანაურისა და სტეფანწმინდის მარშრუტკები ჟინვალზე გადის, მგზავრობა დაახლოებით 1 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: საქართველოს სამხედრო გზა (E117) თბილისიდან მცხეთის გავლით; ჟინვალთან იწყება გზა ფშავ-ხევსურეთისკენ.
სად დავრჩეთ: რამდენიმე საოჯახო სასტუმრო და კოტეჯი წყალსაცავის გარშემო; მეტი არჩევანია ანანურსა და ფასანაურში.
რა წავიღოთ: თბილი ზედა საღამოსთვის; ანანურის ეკლესიისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი დაბაში და ტრასაზე კარგად მუშაობს.

ჟინვალი: გზამკვლევი
ჟინვალი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ჟინვალის წყალსაცავში ბანაობა?
არა — წყალსაცავი თბილისს სასმელი წყლით ამარაგებს და ბანაობა აკრძალულია. საბანაოდ ახლომდებარე ბაზალეთის ტბაზე დადიან.
რა სჯობს ერთ დღეში ჟინვალთან ერთად?
ანანური, ფასანაური და გუდაურის ხედები. თუ ადრე გახვალთ, სტეფანწმინდასა და გერგეტის სამებამდეც მიაღწევთ.
სად შევჩერდეთ წყალსაცავის გადასაღებად?
ყველაზე პოპულარული ხედი ანანურის ციხის გალავნიდან და ტრასის გადასახედებიდანაა, ჟინვალსა და ანანურს შორის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.