სამეგრელო-იმერეთის განსხვავებული ორდღიანი ტური
ფოტო: Jaba1977, improvements by Giorgi Balakhadze · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ავიაბილეთები
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
მარტვილის მონასტერი
აბედათის ციხესიმაგრე
დიდი ჭყონის წმ. ნიკოლოზის ტაძარი
ალერტის წმ. გიორგის ეკლესია
წაჩხურუს მთავარანგელოზის სახ. ეკლესია. უშვილოთა შემწეა.
წაჩხურუს (ხირზენის) ჩანჩქერი
სალხინო დადიანების საზაფხულო რეზიდენცია
დადიანების კარის წმ. გიორგის სახ. ეკლესია სალხინოში
II დღე:
დიდი-ჯიხაიში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
გელათის მონასტერი, გელათის აკადემია
ოკრიბა, კურსების დედაღვთისას მონასტერი
დაბრუნება თბილისში
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით!
გიდი!
საოჯახო სასტუმროში განთავსება ერთი ღამით სოფ. გაჭედილში
• კვება! ყველას მოგვაქვს 2 დღის სამყოფი საკვები!(სურვილისამებრ ავკრებთ სამწვადის თანხას და საღამოს ერთად ვივახშმებთ)
• ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის თანხა: პენსიონრებზე, მოსწავლეებზე:
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
• არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
• არ ვბილწვსიტყვაობთ!
• არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს და ტურის მსვლელობისას!
• • საღამოს ნებადართული ალკოჰოლი ნორმის ფარგლებში!
• აუცილებელია კომფორტული ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი ტანსაცმელი
• ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
• გასვლის დრო: - დილის 07:00 სთ. დაბრუნება მეორე დღეს: - 23:30 წთ
• გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
• ტურზე რეგისტრაციისათვის საჭიროა თანხის წინასწარ ჩარიცხვა.
ვიზიტორების მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს 15 .
ჯგუფის არ შეგროვების შემთხვევაში თანხა უკან დაგიბრუნდებათ‼
თუ ტურზე ვერ შეძლებთ წამოსვლას ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება. (თანხა ბრუნდება მხოლოდ, ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როცა იძულებულნი ვიქნებით ტური გავაუქმოთ. )
თამარი
-თამარი
იმერეთი — რა ტურებს გთავაზობთ
იმერეთში ტური ჩვეულებრივ ქუთაისიდან იწყება: ტრანსპორტი, გიდი მონასტრებსა და მღვიმეებში, ღამისთევა ქუთაისში ან წყალტუბოში. გვითხარით, რომელი დღეები გაქვთ თავისუფალი — მარშრუტს მათზე ავაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–27°) და სექტემბერი–ოქტომბერი, როცა იმერეთში რთველია და ცოლიკოურსა და ციცქას წურავენ.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30–33°; ამ დროს მღვიმეები გამოსავალია — შიგნით მუდმივად 14° დგას.
ზამთარი რბილია, თოვლი იშვიათია; მღვიმეები და მონასტრები მთელი წელი ღიაა, კანიონებზე კი ბილიკები შეიძლება სველი და მოლიპული იყოს.
რა ვნახოთ
- გელათი — XII საუკუნის მონასტერი და აკადემია, დავით აღმაშენებლის საფლავით და მოზაიკებით
- ბაგრატის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი უქიმერიონის გორაზე, ქუთაისის თავზე
- პრომეთეს მღვიმე — სტალაქტიტების დარბაზები და მიწისქვეშა მდინარე ნავით, წყალტუბოსთან
- სათაფლია — დინოზავრების ნაკვალევი, მღვიმე და ხედის მინის მოედანი ქუთაისის ახლოს
- ოკაცის კანიონი — კიდული ბილიკი კლდეზე, ახლოს კინჩხას ჩანჩქერია
- კაცხის სვეტი — 40-მეტრიანი კლდე პატარა ეკლესიით თავზე, ჭიათურის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ქუთაისამდე დაახლოებით 230 კმ-ია, ახალი მაგისტრალით 2,5–3 საათი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან დადის, ქუთაისამდე მატარებელიც მიდის თბილისის ცენტრალური სადგურიდან; სხვა ქვეყნიდან ჩამოსულები ქუთაისის აეროპორტში ჩადიან, ქალაქიდან 20-იოდე კმ-ში.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ქუთაისამდე ოთხზოლიანი მაგისტრალია რიკოთის გვირაბებით; სოფლებისკენ გზები ვიწროა და ზოგან დაზიანებული.
სად დავრჩეთ: ქუთაისში — სასტუმროები და გესტჰაუსები ძველ ქალაქში; წყალტუბოში — განახლებული სანატორიუმები და სპა-სასტუმროები.
რა წავიღოთ: მღვიმეებისთვის — თხელი ქურთუკი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი ქვედაბოლო.
კავშირი: ქუთაისსა და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.