გომისმთა - საუკეთესო პერიოდში < ზღვა და მთა ერთ ტურში

ფოტო: Boris Kuznetsov · CC BY 2.0; Boris Kuznetsov · CC BY 2.0; Vitaly Zdanevich · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაოზურგეთი, ჩოხატაური
ფასიფასი — მოთხოვნით
ID65537

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

For English scroll down :
განთავსება ხდება კოტეჯებში. ( ამინდის ხშირი ცვლილების გამო უკეთესია მშრალად და კომფორტულად ძილი )

ტურის სირთულე: მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი ( 600-800 მეტრი )
ტურის საფასური კოტეჯში
განთავსებით .
ტურის აღწერა:

07:00 შეკრება
07:30 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლი)

პირველი დღე:
გზაში ვყიდულობთ ყველა საჭირო პროდუქტს.
შემოქმედის მონასტერი
გომის მთაზე ასვლა, დაბინავება პიკნიკი,კოცონი მუსიკა , ბევრი სურთი ულამაზესი ხედების ფონზე.

მეორე დღე:
ზღვა ( თავისუფალი დრო)
შეკვეთილის დედნროლოგიური პარკი
17:00 თბილისისკენ გამომგზავრება

ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
სატრანსპორტო მომსახურება
გამოცდილი გამყოლი (გომის მთაზე ტურების 5 წლიანი გამოცდილება)
ფოტო- გადაღება (ინდივიდუალური ფოტოსესია)
კოტეჯში განთავსება, კოტეჯში არის : სველი წერტილი ,წყალი ,სამზარეულო, დენი . (2-3-4 კაციანი ნომრები )

დამატებითი ინფორმაცია:
კვება ინდივიდუალურად (ბუნებაში ვშლით საერთო სუფრას)
მოსახერხებელი და შესაფერისი ჩაცმულობა
საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, მზისგან დამცავი საშუალება,
განთავსება

შესაძლებელია,როგორც კარავში,ასევე კოტეჯში.შეთანხმება ხდება წინასწარ !
იყავი გამორჩეული ფენომენალურ ტურებთან ერთად!
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი

ოზურგეთი — რა ტურებს გთავაზობთ

გურიის ტური ოზურგეთიდან იწყება: მონასტრები, ჩაის ბაღები, გურული სუფრა და სიმღერა, ზაფხულში კი ზღვა ან გომისმთა — ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით. თარიღსა და ტემპს თქვენ გვეტყვით.

როდის წავიდეთ

ივნისი და სექტემბერი ყველაზე კომფორტულია: 24–28°, ზღვა თბილია, ხალხი ნაკლები.
ივლისი–აგვისტო ზღვის პიკია, ნესტიანი სიცხით; გომისმთაზე ასვლის საუკეთესო დროც ესაა.
შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად წვიმს — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი კუთხეა.

რა ვნახოთ

  • შემოქმედის მონასტერი — გურიელების საძვალე და ძველი ტაძრები ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში
  • ლიხაურის ეკლესია — შუა საუკუნეების ტაძარი მოხატულობით, ოზურგეთის ახლოს
  • ნასაკირალის ჩაის ბაღები — საბჭოთა ხანის ჩაის პლანტაციები ფერდობებზე
  • ურეკი და შეკვეთილი — მაგნიტური ქვიშის პლაჟები და ფიჭვნარი ზღვასთან, 30 კმ-მდე
  • გომისმთა — ალპური საზაფხულო საძოვრები და ღრუბლების ზღვა, მთის გზით მხოლოდ ზაფხულში
  • დრამატული თეატრი — ქალაქის ცენტრში, გურიის კულტურული ცხოვრების გული

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 295 კმ-ია (3,5–4 საათი). ავტობუსები და მარშრუტკები თბილისის ავტოსადგურებიდან დადის, მატარებლით კი, ჩვეულებრივ, გადაჯდომით და დიდი დროით.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: E60 ტრასით სამტრედიამდე, შემდეგ ლანჩხუთის გავლით; სულ დაახლოებით 4 საათი.
სად დავრჩეთ: ქალაქში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები; ზაფხულში ბევრი ურეკსა და შეკვეთილში ჩერდება.
რა წავიღოთ: ქოლგა ან საწვიმარი ნებისმიერ სეზონზე; გომისმთისთვის — თბილი ტანსაცმელი.
კავშირი: ქალაქსა და სანაპიროზე მობილური ინტერნეტი კარგია.

ოზურგეთი: გზამკვლევი
ოზურგეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება ოზურგეთს და მის გარშემო?
ქალაქისა და შემოქმედისთვის ერთი დღე საკმარისია; ზღვისა ან გომისმთის დამატებით 2–3 დღე.
როდის შეიძლება გომისმთაზე ასვლა?
ჩვეულებრივ ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე. გზა მთიანია, სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.
რა მანძილია ზღვამდე?
ურეკამდე და შეკვეთილამდე დაახლოებით 25–30 კმ, მანქანით ნახევარი საათი.
სად მოვისმინო გურული სიმღერა?
ქალაქის ფესტივალებსა და ადგილობრივ სუფრებზე; ტურის ფარგლებში შეგვიძლია ანსამბლთან შეხვედრაც დავგეგმოთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.