ძამას ხეობა, თოვლიანი ბატეთის ტბა, ერთდღიანი ტური
ფოტო: GuramGraphy · CC BY-SA 4.0; Armineaghayan · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
თქვენ გელოდებათ ულამაზესი ძამას ხეობა თავისი უნიკალური ტაძრებით‼️
• გზად გავივლით და მოვინახულებთ:
• სამწევრისის დედათა მონასტერი
• სანებლის წმ. ნიკოლოზის ეკლესია
• კეთილგონიერი ავაზაკის ტაძარი
• ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი მე-13ს. (აქ მამა ნაომი კურნავს სნეულებს.)
• ორთუბნის დედათა მონასტერი. მე-17ს. ფანასკერტელების რეზიდენცია, სადაც სურვილების კედელია..
• სარკინეთის კლდეში ნაკვეთი ტაძარი, ღირსი შიო დიდი საკვირველმოქმედის მამათა მონასტერი
• შატბერდი
• ბატეთის ტბა ( ფეხით სავალი გზა ჯამში: 6 კმ, მაგრამ ავდივართ ჯიპებით, რადგან გზა გაზაფხულზე არის ძალიან ტალახიანი, ასვლის თანხა ერთ პერსონაზე: 10 ლ.)
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
• არ ვაბინძურებთ გარემოს (არ ვყრით ნაგავს)
• არ ვბილწვსიტყვაობთ
• არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!!!
• აუცილებელია სპორტული ან კომფორტული ფეხსაცმელი, საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის, სალაშქრო ჯოხი სურვილისამებრ!
• ვემორჩილებით გიდს!!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!!
• მგზავრობაში შედის:
• მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით
• გიდი!!!
• კვება. ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები.
გასვლის დრო: - დილის 07:30 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი
- ილია
შიდა ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ
შიდა ქართლის ტური ერთ დღეში ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, უფლისციხე, გორი და ატენის სიონი, სურვილით — სამთავისი და ყინწვისი. თუ ბორჯომისკენ აგრძელებთ, ორდღიან მარშრუტს შეგიდგენთ თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ხილისა და ატენური ღვინის დრო; ტემპერატურა 18–25°-ია.
ივლისი–აგვისტოში გორსა და უფლისციხეში 32–34°-მდეა, ხოლო უფლისციხის კლდეზე ჩრდილი თითქმის არ არის — სჯობს დილით მიხვიდეთ.
ზამთარი ზომიერია, ხშირად ნისლიანი; ძეგლები ღიაა, მაგრამ გუმბათიან ეკლესიებში ფრესკების დასათვალიერებლად შუადღე სჯობს, როცა სინათლე მეტია.
რა ვნახოთ
- უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ძველი ქალაქი, ძვ. წ. I ათასწლეულიდან; დარბაზები, მარნები, თეატრი და უფლისციხის ეკლესია, გორიდან 12 კმ-ში
- გორის ციხე — შუა საუკუნეების ციხე ქალაქის შუაგულში, მთაზე, საიდანაც მთელი ველი ჩანს
- სტალინის მუზეუმი — საბჭოთა ეპოქის დიდი მუზეუმი, დაბადების სახლი და პირადი ვაგონი, გორის ცენტრში
- ატენის სიონი — VII საუკუნის ტაძარი XI საუკუნის ფრესკებით, ატენის ხეობაში, ვენახების გარემოცვაში; გორიდან 10 კმ
- სამთავისი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი მდიდრული ქვის ორნამენტით, იგოეთთან, მაგისტრალის მახლობლად
- ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ფრესკები, მათ შორის თამარ მეფის პორტრეტი, ქარელის მუნიციპალიტეტში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან გორამდე 85 კმ-ია (1 საათი–1 საათი და 15 წუთი), უფლისციხემდე — დაახლოებით 100 კმ, სურამამდე — 130 კმ-მდე (1,5–2 საათი). გორში ჩერდება ელმატარებელი და დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელი (1–1,5 საათი), მარშრუტკები კი დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალი (E60) გორს, ქარელსა და ხაშურს უერთდება; უფლისციხე, ატენი და მონასტრები მაგისტრალიდან 10–20 კმ-ში, მოასფალტებული გზებითაა.
სად დავრჩეთ: გორში — სასტუმროები და გესტჰაუსები, სურამში — ძველი კურორტის სასტუმროები ფიჭვნარში; ბევრი რეგიონს თბილისიდან ერთდღიან გასვლად ნახულობს.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი უფლისციხის კლდეზე სასიარულოდ, ქუდი და წყალი ზაფხულში; ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი რეგიონში თითქმის ყველგან კარგად მუშაობს.