სამდღიანი ჯიპ-ტური ულამაზეს თუშეთში ❤️❤️❤️

ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Phyrexian · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასიღნაღი, ყვარელი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID65407

რა შედის

  • კვება
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები

ტურის შესახებ

,," გთავაზობთ სამდღიან ჯიპ-ტურს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში თუშეთში.

• ტური გაიმართება ყოველ პარასკევს, ადგილების დაჯავშნა ხდება წინასწარ. (მთლიანად დაჯავშნის შემთხვევაში ტურის განხორციელება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს)

• მსურველების რაოდენობა: 7-14-21+ პერსონა

• ​ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე - 2 ღამე.

შეკრების ადგილი:

• თბილისი: რუსთაველის მოედანი ( ველოსიპედის წინ ) 5:00 საათი

მარშრუტი:

1)დღე

• ალავერდის ტაძრი

• აბანოს უღელტეხილი (ზღვის დონიდან 2950 მ.)

• ვიზიტორთა ცენტრი

• შენაქო

• დიკლო

• ძველი დიკლო (ციხე-გალავანი)

• კესელოს კოშკები (ზემო ომალო)

• ნიამორების (ქუეს) გადასახედი

• მირგველა (ღამისთევა სასტუმროში)

2)დღე

• დართლო (თუშური ტრადიციული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში)

• კვავლო

• ფარსმა

• გირევი

• ჰეღო

• დაქიურთა

• ნაქდურთა

• დაბრუნება მირგველაში (სასტუმროში)

3)დღე

• ბოჭორნა, ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული სოფელი. (ზ. დ. 2345 მ.)

• ​​​დოჭუ, გადმოცემის თანახმად სწორედ ამ სოფელში ამბავდნენ ბავშვებს ჯაჭვით, რათა კლდიდან არ გადაჩეხილიყვნენ.

• ჯვარბოსელი

• ალისგორი

• კოკლათა

• ვეძისხევი

• ვერხოვანი

• ილიურთა

• გამომგზავრება თბილისის მიმართულებით

• 1 პერსონა . ღამისთევა საოჯახო სასტუმროში 2-ჯერადი კვებით.

• 1 პერსონა . ღამისთევა საოჯახო სასტუმროში კვების გარეშე.

• ​​​​​​1 პერსონა . ღამისთევა კარავში (ჩვენი საკარვე აღჭურვილობით )

• ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი ჯიპით (MITSUBISHI DELICA 4x4)

• ღამისთევა საოჯახო სასტუმროში 2 ჯერადი კვებით

• გამოცდილი მძღოლი - გამყოლი

გასათვალისწინებელი ფაქტორი:

• თუშეთში ღორის ხორცის შეტანა და ჭამა აკრძალულია!

საჭირო ეკიპირება:

• მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი

აკრძალულია:

• ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება

• ​არ ვაბინძურებთ გარემოს

​

• ​ან მოგვწერეთ facebook :

თანხის ჩარიცხვა შე​საძლებელია

საქ. ბანკი:

თი ბი სი ბანკი:

სიღნაღი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სიღნაღში ჩვეულებრივ ბოდბესაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, დეგუსტაცია ადგილობრივ მარანში, სურვილისამებრ ღამისთევა ძველ ქალაქში. ერთდღიან და ორდღიან ვარიანტს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, ველი მწვანეა ან რთველი მიდის, კავკასიონი კარგად ჩანს.
ივლისი–აგვისტოში ქალაქი მაღლაა და ველზე გრილა, მაგრამ შუადღისას მაინც 30°-ს ცდება.
ზამთარში მშვიდია, ბევრი გესტჰაუსი ღიაა; ნისლიან დღეს ველის ხედი შეიძლება ვერც ნახოთ.

რა ვნახოთ

  • გალავანი — XVIII საუკუნის კედელი კოშკებით; ზოგ მონაკვეთზე ასვლა და კედელზე გავლა შეიძლება
  • ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი და წყარო, ქალაქიდან 2 კმ-ში
  • სიღნაღის მუზეუმი — ფიროსმანის ნახატების კოლექცია და არქეოლოგიური ექსპოზიცია
  • წმინდა გიორგის ეკლესია და თავისუფლების მოედანი — ქალაქის ცენტრი ხედის ბაქნებით
  • მარნები და ღვინის ბარები — ადგილობრივი საფერავი და ქვევრის რქაწითელი
  • წნორი და ალაზნის ველი — ქვემოთ, 10 წუთის სავალზე, ვენახებითა და ბაზრით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან საგარეჯოსა და ბაკურციხის გავლით დაახლოებით 110 კმ-ია, 1 საათი და 45 წუთიდან 2 საათამდე. მარშრუტკა სამგორის სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: საგარეჯო–გურჯაანის ტრასით და ბოლოს აღმართით ქალაქში; გზა კარგია მთელი წლის განმავლობაში.
სად დავრჩეთ: ძველ ცენტრში — პატარა სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები ველზე გადამავალი აივნებით.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ქუჩები ქვაფენილიანი და დაქანებულია; ბოდბისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი კარგად მუშაობს.

სიღნაღი: გზამკვლევი
სიღნაღი

ხშირი კითხვები

ერთი დღე საკმარისია სიღნაღისთვის?
ქალაქისა და ბოდბისთვის — კი. თუ საღამოს ხედი და მარანში ვახშამი გინდათ, ერთი ღამე დარჩით და მეორე დღეს თელავისკენ გააგრძელეთ.
რატომ ჰქვია სიყვარულის ქალაქი?
აქ იუსტიციის სახლი დღე-ღამის ნებისმიერ დროს აფორმებს ქორწინებას, ამიტომ ბევრი წყვილი სპეციალურად სიღნაღში ჩადის დასაქორწინებლად.
ბავშვებთან ერთად მოსახერხებელია?
დიახ, ქალაქი პატარაა და ფეხით იოლად დაივლება; გალავანზე ბავშვებს ყურადღება სჭირდებათ, რადგან ზოგ ადგილას მოაჯირი არ არის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.