სამეგრელოს ჩანჩქერები და კანიონები! განსხვავებული ორდღიანი ტური!
ფოტო: Stratovara · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0; David1010 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
ორდღიანი ტურის თანხა: სასტუმროთი‼
•გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
•მარტვილის კანიონი
•აბჰესის ჩანჩქერი
•ბალდის კანიონი
•კაღუს ჩანჩქერი
• სოფ. ბეთლემი "თოკების პარკი" 130 მეტრიანი ზიპლაინი
•"დედამოკა" (ორსულ დედას ნიშნავს და არსებობს ლეგენდა ქვად ქცეულ ორსულ ქალზე)
•სამკურნალო ცხელი გოგირდოვანი წყლები
•ტეხურის კანიონი სადაც შეგიძლიათ იჭყუმპალაოთ
•განთავსება საოჯახო სასტუმროში (3-4-5 ადგილიანი ნომრები)
II დღე:
• საქართველოში ყველაზე დიდი 234 მეტრიანი ტობას კასკადოვანი ჩანჩქერი (ავდივართ ჯერ სამხიდიანი ჩანჩქერით, შემდეგ ფეხით)
•ონიორეს 67 მეტრიანი ჩანჩქერი
•ელარჯი ფართი ვაკოს ქოხში
ფეხით გასავლელი გზა: ტობას და ონიორეს ჩანჩქერზე ჯამში 3 კმ. საშუალო სირთულის! სურვილისამებრ წამოიღეთ სალაშქრო ჯოხი!
•მარტვილის კანიონი:
•ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო
•ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.;
•ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 10..
•სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 17.;
•მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი - უფასო
•აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
•არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!
√აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი+გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი. მზისგან დამცავი საშუალებები. სასურველია სალაშქრო ჯოხი და ჩანჩქერზე ასვლისას არ ჩაიცვათ შორტები , რადგან მოგიწევთ ეკალბარდებში და ჭინჭრებში სიარული...
•მდინარეზე ბანაობის მსურველებმა წამოიღეთ საცურაო კოსტიუმები!
•ვემორჩილებით გიდს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
•მგზავრობაში შედის:
• მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
•გამყოლი!
•განთავსება საოჯახო სასტუმროში ერთი ღამით (დილით ჩაი და ყავა უფასოდ)
•კვება. ყველას მოგვაქვს 2 დღის სამყოფი საკვები ან ადგილზე ვაგვარებთ.
გასვლის დრო: - დილის 06:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი
სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.
რა ვნახოთ
- მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
- მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
- დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
- ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
- ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
- ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.