აღმოაჩინე ქართული ბრილიანტი
ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Daviti Zhorzholiani · CC BY-SA 4.0; Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის საფასური:
ტურის ხანგრძლივობა: ერთი დღე
ტურის სახეობა: კულტურულ-შემეცნებითი.
მოვინახულებთ:
მანგლისის სიონი - ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში - IV საუკუნის 30-იან წლებში აგებულა.
კას ლენდი - კანიონზე გადაჭიმულია 240 მეტრი სიგრძის მინის ხიდი საიდანაც თვალწარმტაცი ხედები იშლება. მის შუაგულში განთავსებულია ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი.
დაშბაშის კანიონი - მწვანეში ჩაფლული დაშბაშის ჩანჩქერი სამოთხისებური იდილიურობითა და სილამაზით უამრავ მნახველს იზიდავს. ბუნების ძეგლი მდ. ქციის მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას წარმოადგენს.
დაშბაშის წმინდა გიორგის ეკლესია - წარწერის მიხედვით, X-XI სს. მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ. წმინდა გიორგის ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით, მდ. ხრამის მარჯვენა ქარაფოვან ნაპირზე.
• მგზავრობა (კომფორტული მიკროავტობუსი).
• გიდი (გამყოლი).
• 1 ბოთლი წყალი ტურის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ:
არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე!
არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს მარშუტი, ალტერნეტიულით!
შეკრების ადგილი: ველოსიპედის ძეგლთან, რესპუბლიკის მოედანზე, მეტრო რუსთაველის მოპირდაპირე მხარეს!
() ;
() ;
წალკა — რა ტურებს გთავაზობთ
წალკის ტური — ტრანსპორტი თბილისიდან, დაშბაშის კანიონი და ბრილიანტის ხიდი, ხშირად თეთრიწყაროსა და სამშვილდესთან ერთად. ერთდღიან გასვლასაც დავგეგმავთ და ღამისთევითაც, როგორც გირჩევნიათ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა; ზაფხულის სიცხისგან გასაქცევად კარგია.
მაისსა და ოქტომბერში ცვალებადი ამინდია, ზოგჯერ ცივი წვიმით.
ზამთარი ცივი და თოვლიანია, -10°-მდე და უფრო ქვემოთაც; ზეგანზე ქარია.
რა ვნახოთ
- დაშბაშის კანიონი — ჩანჩქერები, ბილიკები და ხრამის სიღრმე, ზემოდან კი ხედის წერტილები
- ბრილიანტის ხიდი — კანიონზე გადებული შუშის იატაკიანი ხიდი, შუაში ბრილიანტის ფორმის კაფით; იქვე ზიპლაინი და საქანელა
- წალკის წყალსაცავი — დიდი ტბა ზეგანზე, ნაპირზე თევზაობა და პიკნიკი
- ბერძნული სოფლები — XIX საუკუნეში ჩამოსახლებული ბერძნების ქვის სახლები და ეკლესიები
- ტრიალეთის ყორღანები — ბრინჯაოს ხანის სამარხები, სადაც ცნობილი ტრიალეთის ოქროს თასი იპოვეს
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 90–110 კმ-ია, დაახლოებით 1 საათი და 45 წუთიდან 2 საათამდე. მარშრუტკები გადის სამგორის მეტროსთან მდებარე სადგურიდან; დაშბაშის კანიონი წალკიდან დაახლოებით 3 კმ-შია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან თეთრიწყაროს გავლით; ზამთარში ზეგანზე თოვლსა და ყინულს ელოდეთ.
სად დავრჩეთ: კანიონთან და წყალსაცავის ნაპირზე — სასტუმროები, გესტჰაუსები და კოტეჯები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი და კომფორტული ფეხსაცმელი კანიონისთვის.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს, კანიონის სიღრმეში — წყვეტილად.