ერთდღიანი ჯიპ-ტური აბუდელაურის ულამაზეს ფერად ტბებზე ❤️❤️❤️
ფოტო: FingerWiki · CC BY-SA 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
,," გთავაზობთ ერთდღიან ტურს ხევსურეთში, აბუდელაურის ფერადი ტბების მოსანახულებლად.
• ტური გაიმართება ყოველ შაბათს და კვირას
• მთლიანად დაჯავშნის შემთხვევაში ტურის განხორციელება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს
• ტურისტების რაოდენობა: 7-14-21...+ პერსონა
• შეკრების ადგილი: მ. დიდუბე სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორია 7:00 საათი
მარშრუტი:
✅ ჟინვალის წყალსაცავი.
✅ კორშას ეთნოგრაფიული მუზეუმი
✅ ულამაზესი სოფელი როშკა, როშკას ავცდებით 2 კილომეტრით მანქანით და შემდეგ ფეხით ვაგრძელებთ გზას ტბებისკენ, ტბებზე ფეხით სასიარულო მანძილი მთლიანად 10 კმ.
✅ მოვინახულებთ თეთრ, ცისფერ და მწვანე ტბას, გადავიღებთ ულამაზეს სურათებს.
✅ ჩარგალი, ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი.
✅ სურვილის შემთხვევაში უგემრიელესი ფშაური ხინკლის დაგემოვნება (ფშავში)
✅ გამომგზავრება თბილისის მიმართულებით დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
• ერთი პერსონა
• ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი ჯიპით. (MITSUBISHI DELICA 4x4)
• გამოცდილი მძღოლი - გამყოლი
საჭირო ეკიპირება:
• საწვიმარი, მოსახერხებელი, სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.
აკრძალულია:
• ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება
• არ ვაბინძურებთ გარემოს
• ან მოგვწერეთ facebook :
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია
საქ. ბანკი:
თი ბი სი ბანკი:
ჟინვალი — რა ტურებს გთავაზობთ
ჟინვალი ჩვეულებრივ ყაზბეგისა და გუდაურის ერთდღიან ტურში შედის — ტრანსპორტით თბილისიდან, გიდით და გაჩერებით ანანურთან. მარშრუტს თქვენს დღეზე შევადგენთ, სურვილისამებრ ღამისთევითაც.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, მწვანე ან შემოდგომისფერი ფერდობები და წყალსაცავის ყველაზე ლამაზი ფერი.
ივლის-აგვისტოში აქ თბილისზე გრილა, მაგრამ შაბათ-კვირას სამხედრო გზაზე საცობია.
ზამთარში დაბამდე გზა ღიაა; ზემოთ, გუდაურისკენ, თოვლი და ჯაჭვები შეიძლება დაგჭირდეთ.
რა ვნახოთ
- ჟინვალის წყალსაცავი — ფირუზისფერი ტბა მთებს შორის; თბილისის სასმელი წყლის წყაროა, ამიტომ ბანაობა აკრძალულია
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით წყალსაცავის ნაპირზე, დაბიდან 6–7 კმ-ში
- ჟინვალჰესის კაშხალი — დიდი მიწის კაშხალი, საიდანაც წყალსაცავი და არაგვის ხეობა კარგად ჩანს
- ბაზალეთის ტბა — ლეგენდებიანი ტბა 15 კმ-ში, საზაფხულო დასვენების ადგილი
- ფშავის არაგვის ხეობა — გზა ბარისახოსა და შატილისკენ აქედან იწყება
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სამხედრო გზით დაახლოებით 65 კმ-ია, 50–60 წუთი. დიდუბის სადგურიდან ფასანაურისა და სტეფანწმინდის მარშრუტკები ჟინვალზე გადის, მგზავრობა დაახლოებით 1 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა (E117) თბილისიდან მცხეთის გავლით; ჟინვალთან იწყება გზა ფშავ-ხევსურეთისკენ.
სად დავრჩეთ: რამდენიმე საოჯახო სასტუმრო და კოტეჯი წყალსაცავის გარშემო; მეტი არჩევანია ანანურსა და ფასანაურში.
რა წავიღოთ: თბილი ზედა საღამოსთვის; ანანურის ეკლესიისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი დაბაში და ტრასაზე კარგად მუშაობს.