იმერეთის ერთდღიანი ტური

ფოტო: Jaba1977, improvements by Giorgi Balakhadze · CC BY-SA 4.0; Yuri Samoylov · CC BY-SA 4.0; Jaba1977, improvements by Giorgi Balakhadze · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაჭიათურა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID65362

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

•გზად გავივლით და მოვინახულებთ:
•ღვიმევის დედათა მონასტერი, რომელიც მაცხოვრის სახელობისაა. ის წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას. მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მეორე მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა, რომლის ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა.
•ძუძუანას მღვიმე. აქ აღმოჩენილია ე.წ. ზედა პალეოლითური ხანის 3,5 მეტრის სისქის ნასახლარი და 34 000 წლის წინანდელი სელის ბოჭკო ანუ ძაფი.
• კაცხის სვეტი. სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა.
•კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი
•სვერის ციხე
•კლდეკარის გამოქვაბული
•სვერის ტბა
• ფეხით სასიარულო 4 კმ. მარტივი სირთულის, აქედან კლდეკარის გამოქვაბულში გადასასვლელი საშუალო სირთულისაა
• გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
•აუცილებლად გქონდეთ პირბადე
•არ ვაბინძურებთ გარემოს და ტრანსპორტს (არ ვყრით ნაგავს)
•არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში და ლაშქრობის დროს!
•აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, (მანდილოსნებისთვის თავსაფარი ტაძარში შესასვლელად)
•ვემორჩილებით გიდს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გიდი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
•მგზავრობაში შედის:
•მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
• გიდი!
• თერმოსკრინინგი!
• სადეზინფექციო ხსნარი
•კვება. ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები
გასვლის დრო: - დილის 06:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი

-თამარი

ჭიათურა — რა ტურებს გთავაზობთ

ჭიათურა და კაცხის სვეტი ერთი დღის ტურში კარგად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, საბაგიროზე გასეირნება და მღვიმევი. სურვილის შემთხვევაში ქუთაისში ღამისთევასაც დავამატებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–26°, ხეობის ფერდობები მწვანეა ან შემოდგომის ფერებში.
ზაფხულში ხეობაში ცხელა და ნოტიო; ზამთარში ქალაქი ნაცრისფერია, მაგრამ საბაგიროები და კაცხის სვეტი ხელმისაწვდომია.

რა ვნახოთ

  • ჭიათურის საბაგიროები — 2021 წელს გახსნილი ახალი ხაზები ცენტრალური სადგურიდან; ზოგი ძველი საბჭოთა ხაზიც აღადგინეს
  • მღვიმევის მონასტერი — კლდის ქვეშ ჩაშენებული მონასტერი ქალაქის თავზე
  • კაცხის სვეტი — 40-მეტრიანი კლდე პატარა ეკლესიით თავზე, ქალაქიდან 10-იოდე კმ-ში
  • საბჭოთა მოზაიკები და შენობები — მეშახტეების ქალაქის ხასიათი ქუჩებში
  • ყვირილის ხეობა — ციცაბო კლდეები და მაღაროს ძველი კვალი

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 200 კმ-ია, 3–3,5 საათი; ქუთაისიდან — დაახლოებით 1 საათი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან დადის, მაგრამ რეისები ცოტაა, ამიტომ დრო წინასწარ გადაამოწმეთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან რიკოთის მაგისტრალით, ზესტაფონის მხარეს ჭიათურის გზაზე გადასვლით.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე გესტჰაუსია; ბევრი ჭიათურას ქუთაისიდან ან თბილისიდან ერთ დღეში ნახულობს.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი მღვიმევის კიბეებისთვის; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.

ჭიათურა: გზამკვლევი
ჭიათურა

ხშირი კითხვები

მუშაობს ჭიათურის საბაგიროები?
ახალი ხაზები მუშაობს და მგზავრობა იაფია. ძველი საბჭოთა ხაზებიდან ზოგი აღადგინეს, ზოგი დაკეტილია — ადგილზე უკეთ გაიგებთ, რომელი დადის.
შეიძლება თუ არა კაცხის სვეტზე ასვლა?
სვეტზე ასვლა მხოლოდ ბერებს შეუძლიათ. ძირში არის ეკლესია და სანახავი მოედანი, საიდანაც სვეტი კარგად ჩანს.
ერთი დღე საკმარისია?
კი, საბაგიროს, მღვიმევისა და კაცხის სვეტისთვის ერთი დღე ჰყოფნის. ქუთაისიდან წასვლა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე თბილისიდან.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.