national delicacy

კახეთის ერთ დღიანი ტური

  • ID: 65342
  • ნახვები: 821
complogo
ნიმა ტურსი
დამატებითი ინფორმაცია

ტურისტული კომპანია ,,ნიმა ტურსი'' გთავაზობთ ერთ დღიან ტურს კახეთში. 

ტურის პროგრამა: 

*დავით გარეჯა 

დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით.
მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა. დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება IX საუკუნის წმიდა მამის - ილარიონ ქართველის სახელთანაა დაკავშირებული. 

*ბოდბის წმ.ნინოს მონასტერი 

ბოდბე-თანამედროვე საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში ბოდბის წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც კახეთის საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენს და ქალაქ სიღნაღიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი უკავია. იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII საუკუნეებში ბოდბის მონასტერი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა იყო. 
წმიდა ნინოს წყარო მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმიდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა. 

*სიღნაღი 

სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. სიღნაღი, როგორც ქალაქი ჩამოყალიბდა XVIII ს-ის მიწურულს ერეკლე II მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. სიღნაღი ჩამოყალიბდა ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი. სიღნაღი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. XXს-ში იგი მხატვართა, არტისტთა, მწერალთა საყვარელ ადგილს წარმოადგენდა.
---‐-------------------------
ტური შედგება 28 მაისს (შაბათი)
ტურის ღირებულება: 35 ლარი 
ღირებულებაში შედის :
*ტრანსპორტირება ( 20 ადგილიანი კომფორტული მიკროავტობუსით)
* გიდი
*თარჯიმანი (მოთხოვნისამებრ)
* ფოტოგადაღება 
---‐-------------------------

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება (საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად) !

*ტური ჩატარდება ახალი რეგულაციების დაცვით, ტურზე მოსვლისას გაივლით თერმოსკრინინგს, სავალდებულოა გეკეთოთ პირბადე !

ჩაწერა ხდება წინასწარ!
---------------------------------------------------------
გასვლა:ქ,თბილისი, მარჯანიშვილის მოედნიდან 08:00 საათზე
გასვლა:ქ,რუსთავი 07:30 საათზე 

დაბრუნება 22:30 საათზე
----------------------------------------------------------
ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.
ტურის დასაჯავშნად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
551-51-41-87

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
ნიმა ტურსი