მარტვილის კანიონების და იმერეთის მღვიმეების დღიანი ტური
ფოტო: ForwarderL · CC BY-SA 3.0; Berdo Maghularia from Kutaisi, Gerogia · CC BY-SA 2.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
2 დღიან დაუვიწყარ ტურს
მოინახულე სამეგრელოს კანიონები და იმერეთის მღვიმეები ერთად ერთ ტურში
ტურის პროგრამა:
პირველი დღე:
* ოკაცეს კანიონი
*კინჩხას ჩანჩქერი
* მარტვილის კანიონი
*ბალდის ჩანჩქერი
* სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენცია
საღამოს დავბინავდებით სასტუმროში (სასტუმრო მდებარეობს მარტვილში)
მეორე დღე:
* მარტვილის მონასტერი
*პრომეთეს მღვიმე
*სათაფლიას მღვიმე
*მოწამეთა
*ბაგრატის ტაძარი
* ტრანსპორტირება (სპრინტერის კომფორტული მიკრო ავტობუსით)
*სასტუმროში დაბინავება( სასტუმრო არის საოჯახო ტიპის და მდებარეობს მარტვილში)
* გიდი
* თარჯიმანი (მოთხოვნისამებრ)
*ფოტოგადაღება
*გათამაშება შემდეგი ტური უფასოდ
კვება (საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად) !
*მარტვილის კანიონზე შესვლისა და ნავით გასეირნების საფასური 25,
*ოკაცეს კანიონის საფასური
*კინჩხას ჩანქერის საფასური
*პრომეთეს მღვიმის საფასური 11,
*სათაფლიას მღვიმის საფასური
თითოეულ ლოკაციაზე შესვლა არის სურვილისამებრ!
ტური ჩატარდება ახალი რეგულაციების დაცვით, ტურზე მოსვლისას გაივლით თერმოსკრინინგს, სავალდებულოა გეკეთოთ პირბადე !
ჩაწერა ხდება წინასწარ!
---------------------------------------------------------
დაბრუნება 23:00 საათზე
----------------------------------------------------------
ჩარიცხული თანხა 4 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.
ქუთაისი — რა ტურებს გთავაზობთ
ქუთაისის ტური ჩვეულებრივ ბაგრატს, გელათს, მოწამეთასა და ერთ-ორ მღვიმეს მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და ღამისთევა ქალაქში. მარშრუტს კანიონებითაც გავაგრძელებთ, თუ დრო გაქვთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, ქალაქში სასეირნოდ და კანიონებში სავლელად კომფორტულია.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30–33°; ამ დროს დღე მღვიმეებსა და წყალთან ახლოს სჯობს.
ზამთარი რბილია, თოვლი იშვიათად დებს; მღვიმეები და მუზეუმები მთელი წელი ღიაა.
რა ვნახოთ
- ბაგრატის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი უქიმერიონის გორაზე, ქალაქის ხედით
- გელათი — დავით აღმაშენებლის მონასტერი და აკადემია მოზაიკებით, ცენტრიდან 11 კმ-ში
- მოწამეთა — პატარა მონასტერი კლდეზე, წყალწითელას ხეობის თავზე, გელათის გზაზე
- კოლხეთის შადრევანი და თეთრი ხიდი — ძველი ქალაქის გული, საიდანაც სეირნობა იწყება
- მწვანე ბაზარი — იმერული ყველი, ჩურჩხელა და ხილი, ქალაქის ყველაზე ცოცხალი ადგილი
- სათაფლია — დინოზავრების ნაკვალევი და მღვიმე, ქალაქიდან 10 კმ-ში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 230 კმ-ია, ახალი მაგისტრალით 3 საათამდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის, გზაში 3,5–4 საათია; მატარებელი ქუთაისის აეროპორტის სადგურამდე მიდის, იქიდან ქალაქამდე ტაქსით 20–25 წუთია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ოთხზოლიანი მაგისტრალით რიკოთის გვირაბების გავლით.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში, თეთრი ხიდისა და კოლხეთის შადრევნის ირგვლივ — ფეხით ყველაფერი ახლოსაა.
გადაადგილება: ცენტრი ფეხით ითვალიერება; გელათში, მღვიმეებსა და კანიონებში — ტაქსით, ტურით ან მანქანით.
რა წავიღოთ: მღვიმეებისთვის თხელი ქურთუკი; გელათისა და მოწამეთასთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.