ორდღიანი ჯიპ-ტური პირიქითა ხევსურეთში! შატილი, მუცო, არდოტი. ❤️❤️❤️
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; shankar s. from Dubai, united arab emirates · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
ტურის შესახებ
," გთავაზობთ ორდღიან ჯიპ-ტურს პირიქითა ხევსურეთში.
• ტური გაიმართება ყოველ შაბათს, ტურის დაჯავშნა ხდება წინასწარ (სრულად დაჯავშნის შემთხვევაში ტურის განხორციელება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს)
• ტურისტების რაოდენობა: 7-14-21...+ პერსონა
• ტურის ხანგრძლივობა: 2დღე - 1ღამე
• შეკრების ადგილი: მ. დიდუბე სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორია 7:00 საათი
პირველი დღე:
• ჟინვალის წყალსაცავი,
• დათვისჯვრის უღელტეხილი (ზღვისდონიდან 2700 მეტრი)
• ლებაისკარის ციხე,
• გუროს ნაწვეთარი,
• ციხე-სოფელი შატილი,
• ანატორის აკლდანები,
• ციხე-სოფელი მუცო,
• არდოტი (ღამისთევა საოჯახო სასტუმროში)
მეორე დღე:
• კორშას ეთნოგრაფიული მუზეუმი,
• ჩარგალი (ვაჟა ფშაველას სახლმუზეუმი)
• სურვილის შემთხვევაში უგემრიელესი ფშაური ხინკლის დაგემოვნება (ფშავში)
• გამომგზავრება თბილისის მიმართულებით დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
• 1 პერსონა 100-ლარი. ღამისთევა კარავში.
• 1 პერსონა 150-ლარი. ღამისთევა საოჯახო სასტუმროსში.
• 1 პერსონა 190-ლარი. ღამისთევა საოჯახო სასტუმროში კვებით.
• ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი ჯიპით (MITSUBISHI DELICA 4x4)
• საოჯახო სასტუმროში ღამისთევა
• გამოცდილი მძღოლი - გამყოლი
საჭირო ეკიპირება:
• მოსახერხებელი, სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.
აკრძალულია:
• ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება
• არ ვაბინძურებთ გარემოს
• ან მოგვწერეთ facebook :
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია:
საქ. ბანკი
თი ბი სი ბანკი
ჟინვალი — რა ტურებს გთავაზობთ
ჟინვალი ჩვეულებრივ ყაზბეგისა და გუდაურის ერთდღიან ტურში შედის — ტრანსპორტით თბილისიდან, გიდით და გაჩერებით ანანურთან. მარშრუტს თქვენს დღეზე შევადგენთ, სურვილისამებრ ღამისთევითაც.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, მწვანე ან შემოდგომისფერი ფერდობები და წყალსაცავის ყველაზე ლამაზი ფერი.
ივლის-აგვისტოში აქ თბილისზე გრილა, მაგრამ შაბათ-კვირას სამხედრო გზაზე საცობია.
ზამთარში დაბამდე გზა ღიაა; ზემოთ, გუდაურისკენ, თოვლი და ჯაჭვები შეიძლება დაგჭირდეთ.
რა ვნახოთ
- ჟინვალის წყალსაცავი — ფირუზისფერი ტბა მთებს შორის; თბილისის სასმელი წყლის წყაროა, ამიტომ ბანაობა აკრძალულია
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით წყალსაცავის ნაპირზე, დაბიდან 6–7 კმ-ში
- ჟინვალჰესის კაშხალი — დიდი მიწის კაშხალი, საიდანაც წყალსაცავი და არაგვის ხეობა კარგად ჩანს
- ბაზალეთის ტბა — ლეგენდებიანი ტბა 15 კმ-ში, საზაფხულო დასვენების ადგილი
- ფშავის არაგვის ხეობა — გზა ბარისახოსა და შატილისკენ აქედან იწყება
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სამხედრო გზით დაახლოებით 65 კმ-ია, 50–60 წუთი. დიდუბის სადგურიდან ფასანაურისა და სტეფანწმინდის მარშრუტკები ჟინვალზე გადის, მგზავრობა დაახლოებით 1 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა (E117) თბილისიდან მცხეთის გავლით; ჟინვალთან იწყება გზა ფშავ-ხევსურეთისკენ.
სად დავრჩეთ: რამდენიმე საოჯახო სასტუმრო და კოტეჯი წყალსაცავის გარშემო; მეტი არჩევანია ანანურსა და ფასანაურში.
რა წავიღოთ: თბილი ზედა საღამოსთვის; ანანურის ეკლესიისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი დაბაში და ტრასაზე კარგად მუშაობს.