სპეციალური შემოთავაზება საოჯახო ტიპის დასვენებისა და გართობისთვის!
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Moonik · CC BY-SA 3.0; Benh LIEU SONG · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
ტურის შესახებ
მოუწყეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს დაუვიწყარი დასვენების დღეები!
სპეციალური შემოთავაზება ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე აკვა სასტუმროსგან, რომელიც თქვენს ექსტრემალურ ფანტაზიებს აუხდენელს არ დატოვებს.
ეს ადგილი იდიალურია საოჯახო დასვენებისა და გართობისთვის. ამ სასტუმროს აქვს უზარმაზარი აკვა პარკი, ულამაზესი სანაპირო ზოლი და ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციური ჯგუფი.
სასტუმრო: Aqua Fantasy Aquapark Hotel & Spa 5*****
…/aqua-fantasy-aqupark-spa.en-gb.html?
>> ორმხრივი ავიაბილეთი
>> სასტუმროში განთავსება
>> კვება: All inclusive
>> ტრანსფერი(აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი)
>> დაზღვევა
გამდლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!
თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.
რა ვნახოთ
- სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
- კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
- პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
- ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
- ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
- ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.