პრომეთეს მღვიმე / სათაფლია / ბაგრატი / გელათი / მოწამეთა მაისს (დასვენების დღე)
ფოტო: Jaba1977, improvements by Giorgi Balakhadze · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოვინახულებთ:
1. პრომეთეს მღვიმეს
2. ნავით გასეირნება
3. სათაფლიის ნაკრძალს
4. ბაგრატის ტაძარს
5. გელათის სამონასტრო კომპლექტს
6. დავით აღმაშენებლის საფლავს
7. მოწამეთას
???? შეკრების ადგილი და დრო:
Ⓜ დიდუბე ზედა გაჩერება
⏰ შეკრების დრო: 06:40 სთ
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
ტურ-ოპერატორის მომსახურეობა
სხვადასხვა მხიარული და გასართობი აქტივობები
კვება - 1 (ერთი) დღის სამყოფი საკვები, მოგვაქვს ინდივიდუალურად და ვაწყობთ საერთო პიკნიკს!
შესასვლელი ბილეთი პრომეთეს მღვიმეში საქ.მოქალაქე – 11.
ნავით გასეირნება საქ.მოქალაქე – 11. (სურვილის შემთხვევაში, ასევე ნავებით გასეირნება დამოკიდებულია ამინდზე)
შესასვლელი ბილეთი სათაფლიის ნაკრძალში საქ.მოქალაქე –
რეკომენდაცია:
თუ ვინმეს გაქვთ მუსიკალური საკრავი და გეხერხებათ დაკვრა, აუცილებლად წამოიღეთ.
იმერეთი — რა ტურებს გთავაზობთ
იმერეთში ტური ჩვეულებრივ ქუთაისიდან იწყება: ტრანსპორტი, გიდი მონასტრებსა და მღვიმეებში, ღამისთევა ქუთაისში ან წყალტუბოში. გვითხარით, რომელი დღეები გაქვთ თავისუფალი — მარშრუტს მათზე ავაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–27°) და სექტემბერი–ოქტომბერი, როცა იმერეთში რთველია და ცოლიკოურსა და ციცქას წურავენ.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30–33°; ამ დროს მღვიმეები გამოსავალია — შიგნით მუდმივად 14° დგას.
ზამთარი რბილია, თოვლი იშვიათია; მღვიმეები და მონასტრები მთელი წელი ღიაა, კანიონებზე კი ბილიკები შეიძლება სველი და მოლიპული იყოს.
რა ვნახოთ
- გელათი — XII საუკუნის მონასტერი და აკადემია, დავით აღმაშენებლის საფლავით და მოზაიკებით
- ბაგრატის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი უქიმერიონის გორაზე, ქუთაისის თავზე
- პრომეთეს მღვიმე — სტალაქტიტების დარბაზები და მიწისქვეშა მდინარე ნავით, წყალტუბოსთან
- სათაფლია — დინოზავრების ნაკვალევი, მღვიმე და ხედის მინის მოედანი ქუთაისის ახლოს
- ოკაცის კანიონი — კიდული ბილიკი კლდეზე, ახლოს კინჩხას ჩანჩქერია
- კაცხის სვეტი — 40-მეტრიანი კლდე პატარა ეკლესიით თავზე, ჭიათურის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ქუთაისამდე დაახლოებით 230 კმ-ია, ახალი მაგისტრალით 2,5–3 საათი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან დადის, ქუთაისამდე მატარებელიც მიდის თბილისის ცენტრალური სადგურიდან; სხვა ქვეყნიდან ჩამოსულები ქუთაისის აეროპორტში ჩადიან, ქალაქიდან 20-იოდე კმ-ში.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ქუთაისამდე ოთხზოლიანი მაგისტრალია რიკოთის გვირაბებით; სოფლებისკენ გზები ვიწროა და ზოგან დაზიანებული.
სად დავრჩეთ: ქუთაისში — სასტუმროები და გესტჰაუსები ძველ ქალაქში; წყალტუბოში — განახლებული სანატორიუმები და სპა-სასტუმროები.
რა წავიღოთ: მღვიმეებისთვის — თხელი ქურთუკი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი ქვედაბოლო.
კავშირი: ქუთაისსა და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.