ლელო გურიაში! ერთდღიანი ტური
ფოტო: Kober · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
????ლელობურთი გურიაში, შუხუთში‼
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
ჯიხეთის დედათა მონასტერი
შუხუთი.სადაც ლელობურთი გაიმართება. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები დაუპირისპირდებიან. საბოლოოდ, ის გაიმარჯვებს, ვის მხარესაც 16-კილოგრამიანი ბურთი აღმოჩნდება.
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
აუცილებლად უნდა გქონდეთ პირბადე!
არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
არ ვბილწვსიტყვაობთ!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
ვიცვამთ ტურის შესაბამისად! მოგვაქვს საწვიმარი,
ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გიდი!
სადეზინფექციო ხსნარი!
კვება! ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები!
გასვლის დრო: - დილის 7:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
???? თამარი
????-თამარი
ლანჩხუთი — რა ტურებს გთავაზობთ
ლანჩხუთის მხარეში ტური ორგვარია: ზაფხულში გრიგოლეთის ზღვა და მაგნიტური ქვიშა, სხვა დროს — გურიის მონასტრები და სოფლები, ტრანსპორტით და ღამისთევით. რომელიც გირჩევნიათ, იმას დაგიგეგმავთ თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
ზღვისთვის საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი, 25–28° და თბილი წყალი.
ივლისი–აგვისტოში ცხელა და ნესტიანია, გრიგოლეთში ხალხი მატულობს.
შემოდგომა–ზამთარში ხშირად წვიმს, მაგრამ მონასტრებისა და სოფლების სანახავად ეს სეზონიც გამოდგება.
რა ვნახოთ
- გრიგოლეთი — შავი, მაგნიტური ქვიშის პლაჟი, რომელსაც ქვიშის აბაზანებისთვის სტუმრობენ, ქალაქიდან დაახლოებით 20 კმ-ში
- სუფსა — სოფელი და პლაჟი მდინარე სუფსის შესართავთან
- ჯუმათის მონასტერი — ბორცვზე მდგარი ძველი მონასტერი, ლანჩხუთიდან დაახლოებით 15 კმ-ში
- ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი — მწერლის მშობლიური სახლი სოფელ ჭანჭათში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 275 კმ-ია (3,5 საათი). ავტობუსით მგზავრობა 4–4,5 საათია, ქალაქი ბათუმის სარკინიგზო ხაზზეცაა.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 ტრასით სამტრედიის გავლით, დაახლოებით 3,5 საათი.
სად დავრჩეთ: ქალაქში არჩევანი მცირეა; ზაფხულში ჩერდებიან გრიგოლეთსა და სუფსაში, სოფლებში — საოჯახო სახლებში.
რა წავიღოთ: საწვიმარი; ზღვაზე — მზის კრემი და ქუდი.
კავშირი: ქალაქსა და სანაპიროზე მობილური ინტერნეტი კარგია.