გუდაურის ერთდღიანი ტური ყოველ შაბათს და კვირას
ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ასევე ყოველ შაბათ კვირას გვექნება ერთდღიანი ტურები მთელი სეზონის განმავლობაში‼️
• გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
•არ ვაბინძურებთ გარემოს და ტრანსპორტს (არ ვყრით ნაგავს)
•არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში და არ ვსრიალებთ ნასვამ მდგომარეობაში‼️
•ვიცვამთ ტურის შესაფერისად
•ვემორჩილებით გამყოლს!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!!
•მგზავრობაში შედის:
•მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით
•გამყოლი!
•ვისაც გაქვთ თხილამურები შეგიძლიათ წამოიღოთ.
•კვება. ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები.
•გასვლის დრო: - დილის 07:30 სთ.
•საბაგირო იკეტება 17:00-ზე, ვაბარებთ ინვენტარს და 17:30 სთ-ზე გამოვდივართ გუდაურიდან.
• უმრავლესობის გადაწყვეტილებით გამოვივლით ფასანაურის სახინკლეში, (სურვილისამებრ)
•გასვლისადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
•-თამარი
•-თამარი
გუდაური — რა ტურებს გთავაზობთ
გუდაურის ტური ზამთარში მოიცავს ტრანსფერს თბილისიდან, სასტუმროს ფერდობებთან, სურვილისამებრ — ინვენტარს, სკიპასს და ინსტრუქტორს. ზაფხულშიც დაგეგმავთ: პარაპლანი, ყაზბეგი და ლაშქრობა — თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
სათხილამურო სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის შუა რიცხვებიდან აპრილამდე გრძელდება; თოვლი ყველაზე სანდოა იანვარ–მარტში, დღისით -5–0°.
საახალწლო დღეებსა და თებერვალში ყველაზე მეტი ხალხია, მარტში კი მზიანი დღეები და გაზაფხულის თოვლია.
ზაფხულში აქ პარაპლანით ფრენენ და ლაშქრობენ — დღისით 15–20°, თბილისის სიცხის შემდეგ გრილა.
რა ვნახოთ
- სათხილამურო ტრასები — 50 კმ-ზე მეტი ფერდობი, დამწყებთა ზონებიდან ფრირაიდამდე; ფერდობები ხეების ზემოთაა გაშლილი
- კობის საბაგირო — გუდაურს ჯვრის უღელტეხილის მეორე მხარეს, კობის ხეობასთან აკავშირებს
- მეგობრობის მონუმენტი — 1983 წლის თაღი-პანორამა არაგვის ხეობის თავზე
- ჯვრის უღელტეხილი — სამხედრო გზის უმაღლესი წერტილი, დაახლოებით 2400 მეტრზე
- პარაპლანი — ტანდემ-ფრენა ინსტრუქტორთან, ზაფხულსა და ზამთარში
- სტეფანწმინდა და გერგეტის სამება — დაახლოებით 40 კმ-ში, ერთი დღის მარშრუტი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 120 კმ-ია, 2–2,5 საათი, თოვლიან დღეებში — მეტი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან სტეფანწმინდის მიმართულებით გადის და გუდაურში ჩერდება; ზამთარში ხშირად ტრანსფერითაც მიდიან.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: სამხედრო გზით ჟინვალის, ანანურისა და ფასანაურის გავლით; ზამთარში მანქანას ზამთრის საბურავები ან ჯაჭვები სჭირდება.
სად დავრჩეთ: ახალ გუდაურში, ძველ კურორტზე და ფერდობების ქვემოთ — სასტუმროები, აპარტამენტები და შალეები.
რა წავიღოთ: სათხილამურო ტანსაცმელი, მზის სათვალე და კრემი — მთის მზე ძლიერია; ინვენტარს ადგილზეც იქირავებთ.
კავშირი: ინტერნეტი და მობილური სიგნალი კურორტზე კარგად მუშაობს.