თურქეთი/ანტალია

ამ ტურის თარიღები გასულია

მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.

მოქმედი შეთავაზებები
მიმართულებაანტალია
სეზონიმაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი
ფრენა2,5 სთ · პირდაპირი
ვიზაარ სჭირდება
ფასიფასი — მოთხოვნით
ID65189

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

აი ისიც ანტალიის მიმართულებით პირდაპირი რეისიები მაისის თვიდან

ისიამოვნეთ ხმელთაშუაზღვის ტალღებით და დატკბით მცხუნვარე მზის აბაზანებით

5* რეკომენდრირებული სასტუმროები

- ორმხრივი ავიაბილეთების საფასური

- სასტუმროში განთავსება

- სასტუმროში კვება (All/Ultra All Inclusive)

- სამოგზაურო დაზღვევა

- ტრანსფერი

ფასები ცვალებადია და დამოკიდებულია მოგზაურობის პერიოდზე;

შესაძლებელია ტურის განვადებით შეძენა.

() ;

() ;

() ;

() ;

ანტალია — რა ტურებს გთავაზობთ

ტურები ანტალიაში: ლარა, კონიაალთი, კემერი, ბელეკი და სიდე — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. უბანს და სასტუმროს შეგირჩევთ თქვენს თარიღებზე და ბიუჯეტზე.

როდის წავიდეთ

სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე, ზღვა 22–28°.
საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი.
ივლისი–აგვისტო: 35°-ზე მეტი და ყველაზე მაღალი ფასები.
აპრილი–მაისის დასაწყისი და ნოემბერი: ზღვისთვის გრილა, ექსკურსიებისთვის — იდეალური.

რა ვნახოთ

  • კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ვიწრო ქუჩები რესტორნებით
  • ადრიანეს კარიბჭე — II საუკუნის რომაული თაღი ქალაქის ცენტრში
  • დუდენის ჩანჩქერები — ზღვაში ჩამავალი ჩანჩქერი და ქალაქის პარკი
  • ასპენდოსის თეატრი — საუკეთესოდ შემონახული ანტიკური თეატრი
  • პერგე — ანტიკური ქალაქის ნანგრევები ქალაქთან ახლოს
  • ოლიმპოსი და ფასელისი — ნანგრევები პირდაპირ პლაჟზე, კემერის მხარეს

როგორ მივიდეთ

ზაფხულის სეზონზე თბილისიდან ანტალიაში დაფრინავს პირდაპირი რეისი (დაახლოებით 2,5 საათი); დანარჩენ პერიოდში — სტამბოლის გავლით.
აეროპორტიდან: ლარამდე 15–20 წთ, ქალაქამდე 25 წთ, ბელეკამდე 35 წთ, კემერამდე და სიდემდე დაახლოებით 1 საათი.

პრაქტიკული ინფორმაცია

ვიზა: საჭირო არ არის, შეიძლება ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა; სასტუმროებსა და მაღაზიებში — ბარათი, ევრო და დოლარი.
ტრანსპორტი: ქალაქში ტრამვაი და ავტობუსი, ტაქსი; კურორტებს შორის — ტრანსფერი ან ქირავნობის მანქანა.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.

ანტალია: გზამკვლევი
ანტალია

ხშირი კითხვები

რომელი უბანი ავირჩიო ანტალიაში?
ლარა — ქვიშიანი პლაჟი და აეროპორტთან სიახლოვე; კონიაალთი — ქალაქი და მთების ხედი; კემერი — სუფთა ზღვა და ბუნება; ბელეკი — ლუქსი და გოლფი; სიდე — ფართო პლაჟები და ისტორია.
არის თუ არა პირდაპირი რეისი თბილისიდან?
ზაფხულის სეზონზე — კი, დაახლოებით 2,5 საათი. დანარჩენ პერიოდში — სტამბოლის გავლით.
როდის ჯობია წასვლა?
ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე და ხალხი. ივლისი–აგვისტო ყველაზე ცხელი და ძვირია.
რა ვნახოთ ანტალიაში?
ძველი ქალაქი კალეიჩი, ადრიანეს კარიბჭე, დუდენის ჩანჩქერები, ასპენდოსის თეატრი და პერგე; ერთდღიანი ექსკურსია პამუკალეში.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.