სვანეთის სამდღიანი ტური

ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; VillaK · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამესტია, ჰაწვალი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID65172

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

• გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:

• გაყინული ჩამჩქერი ენგურის ხეობაში
• ულამაზესი დათოვლილი მესტია
•კურორტი ჰაწვალი, საბაგიროთი ავალთ და დავტკბებით სვანეთის ლამაზი ხედებით, ასევე ისრიალებთ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე
•ბეთქილის მჟავე წყლები
•გასეირნება ღამის მესტიაში
•დაბინავება სასტუმროში
II დღე:
• თეთნულდის სამთო-სათხილამურო ტრასა, (ჯიპ-ტური)
• ჰეშკილის ქოხები (ჯიპ-ტური)
•მესტიის საკათედრო ტაძარი• სურვილისამებრ

• მიხეილ ხერგიანის სახლ მუზეუმი

•გასეირნება ღამის მესტიაში
• დაბინავება სასტუმროში
III დღე:
•სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (სურვილისამებრ) ან ჰაწვალი-ზურულდის საბაგირო
•საღამოს დაბრუნება თბილისში
•აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
•არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
•არ ვბილწვსიტყვაობთ!
•არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
• კატეგორიულად იკრძალება ნასვამ მდგომარეობაში სრიალი!
•ვემორჩილებით გიდს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გიდი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
•აუცილებელად ვიცვამთ ზამთრის ტურის შესაფერისად!
•მგზავრობაში შედის:
• მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით,
• გიდი!
•განთავსება საოჯახო სასტუმროში ორი ღამით (2 - 3 -4 ადგილიან ნომრებში გათბობით, + ცხელი წყალი, Wi-Fi)
• კვება! ყველას
მოგვაქვს სამი დღის სამყოფი საკვები ან კვებას ადგილზე ვაგვარებთ ინდივიდუალურად.ავკრებთ თანხას სამწვადისთვის
• ჯიპ - ტური თეთნულდზე: ჯიპ-ტური ჰეშკილის ქოხებზე:
•მიხეილ ხერგიანის მუზეუმის საფასური:
•საბაგიროს თანხა
•გასვლის დრო: - დილის 03:00 სთ.
•გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
•-თამარი
•-თამარი

მესტია — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
  • მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
  • კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
  • ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
  • ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
  • უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.

მესტია: გზამკვლევი
მესტია

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება მესტიას?
მინიმუმ 3 დღე: ერთი მესტიისთვის, ერთი უშგულისთვის და ერთი ლაშქრობისთვის. გზაში დახარჯული დრო ცალკე ჩათვალეთ.
ფრენა თუ მანქანა?
ფრენა დროს ზოგავს, მაგრამ თვითმფრინავი პატარაა და ცუდ ამინდში რეისი უქმდება. საიმედოა გზაც: ზუგდიდიდან ხეობით მგზავრობა თავისთავად ლამაზია.
რამდენად რთულია უშგულამდე მისვლა?
გზის დიდი ნაწილი უკვე ასფალტიანია, მაგრამ ზოგი მონაკვეთი კვლავ რთულია; ჩვეულებრივ ჯიპით მიდიან, 1,5–2 საათში.
შეიძლება ზამთარში სათხილამუროდ?
კი, ჰაწვალი ქალაქის თავზეა, თეთნულდი კი დაახლოებით 20 კმ-ში, გრძელი ტრასებით. სეზონი ჩვეულებრივ დეკემბრიდან მარტამდეა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.