ტური ბახმაროში
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
დარჩა 5 ადგილი!
სანახავი ობიექტები:
• თოვლიანი ხედები გურიაზე
• დათოვლილი ბახმარო
• თოვლი - გუნდაობა - ციგაობა
• ფერისცვალების ტაძარი
• კარგი ამინდის შემთხვევაში ხედები შავ ზღვაზე
გასვლის ადგილი- მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი.
გასვლის დრო- დილის 04:00 საათი.
• ტრანსპორტირება კომფორტული, გამართული მიკროავტობუსით, გამოცდილი მძღოლის მომსახურება
• გიდის მომსახურება
ღამისთევა კოტეჯში (გათბობა, ცხელი წყალი)
• კვება, საკვების ნაწილი მოგვაქვს სახლიდან, ან შეგვიძლია ადგილზე შევუკვეთოთ ( საშუალოდ 20-)
პონტოს მუხიდან ბახმარომდე ასვლა- ( მაღალი გამავლობის ტრანსპორტით )
გასათვალისწინებელი პირობები:
• არ ვყრით ნაგავს
• არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში და არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს
• ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
• არ ვბილწსიტყვაობთ
• ვიცვამთ კომბინიზონს,რომ არ დავსველდეთ და არ შეგვცივდეს ))
• ვიცვამთ ფერადად, რომ გადავიღოთ კარგი ფოტოები
• მოგვაქვს ბუშტები და სხვა ლამაზობები (ისევ ფოტოებისთვის )
• ცუდ განწყობას ვტოვებთ თბილისში !
ტურში წამოსვლამდე გაივლით თერმოსკრინინგს
სავალდებულოა პირბადის გამოყენება
უზრუნველყოფილი იქნებით სადეზინფექციო ხსნარით.
ტურში წამოსვლამდე ტრანსპორტი მუშავდება სადეზინფექციო ხსნარით.
, ბაკური
, მარიამი
ჩოხატაური — რა ტურებს გთავაზობთ
ჩოხატაურზე გავლით ბახმაროს ტურს ვგეგმავთ: ტრანსპორტი მთის გზისთვის მომზადებული მანქანით, ღამისთევა კოტეჯში და, სურვილისამებრ, ერკეთის მონასტერი. თარიღს და ღამეების რაოდენობას თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
ივლისი–აგვისტო ბახმაროს სეზონია: მთაში 18–22°, ქვემოთ, ჩოხატაურში კი ნოტიო სიცხე.
მაისი, სექტემბერი და ოქტომბერი კარგია ქალაქისა და ახლომდებარე მონასტრებისთვის; ბახმაროს გზა ჩვეულებრივ მაისიდან ნოემბრამდეა გახსნილი.
ზამთარში ქვემოთ რბილი, წვიმიანი ამინდია, მთაში კი გზა თოვლით იკეტება.
რა ვნახოთ
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მ-ზე, ხის კოტეჯები, წიწვოვანი ტყე და ზაფხულის გრილი ჰაერი
- ერკეთის მონასტერი — IX საუკუნის ტაძარი ქალაქიდან 6 კმ-ში, სამხრეთით
- ნაბეღლავი — სოფელი, რომლის მინერალური წყალიც მთელ საქართველოში იყიდება
- გურული მრავალხმიანობა — ადგილობრივი გუნდები და ფოლკლორი, ხშირად სოფლის დღესასწაულებზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 270 კმ-ია (3,5–4 საათი), ოზურგეთიდან — 25-იოდე კმ. ბახმარომდე ციცაბო და დაკლაკნილი მთის გზაა, 50 კმ, 1,5–2 საათი; ჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ქუთაისის ავტომაგისტრალით სამტრედიამდე, შემდეგ გურიისკენ, დაახლოებით 30 კმ.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე გესტჰაუსია; ზაფხულში უმეტესობა ბახმაროს კოტეჯებში ჩერდება.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — თბილი ტანსაცმელი და საწვიმარი, ღამით ზაფხულშიც გრილა.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ბახმაროს გზაზე სიგნალი ადგილ-ადგილ წყდება.