ბაკურიანის ორდღიანი ტურები დაკვეთით
ფოტო: Davit 83 · CC BY-SA 4.0; This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 4.0; Kober · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
აგრეთვე სამდღიანი დაგეგმილი ტურები გაიმართება ყოველ პარასკევ, შაბათ-კვირას სამჯერადი კვებით მთელი სეზონის განმავლობაში‼️ ასევე შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ ტური თქვენთვის სასურველ რიცხვებში მინიმუმ 18 ვიზიტორით, ან ნაკლებ რაოდენობაზე თანხის დამატება იქნება საჭირო!
• ტურის თანხა: - სასტუმროთი და სამჯერადი კვებით‼️
I დღე:
• ბაკურიანი. სურვილისამებრ შეგიძლიათ ბორჯომიდან ბაკურიანში იმგზავროთ კუკუშკით.
II დღე:
• წაღვერი
• ბორჯომი, სერაფიმ საროველის მონასტერი,•
• თუ დრო დაგვრჩება მოვინახულებთ ბორჯომის პარკს.
• ტურის თანხაში შედის
• მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით (ავტობუსით)
•განთავსება სასტუმროში ერთი ღამით 2 , 3 და 4 ადგილიან ნომრებში თავისი სველი წერტილებით, ცივი-ცხელი წყალი, თეთრეული, WIFI
•სამჯერადი კვება
•გამყოლი
•აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
√არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!!!
•არ ვბილწვსიტყვაობთ!!!
•არ ვსაუბრობთ და ვკამათობთ პოლიტიკაზე!!! (მივდივართ გასართობად და არა საკამათოდ)
•არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!!! ასევე არ ვსრიალებთ თხილამურებით ნასვამ მდგომარეობაში!!!
•ვემორჩილებით გამყოლს!!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!
•აუცილებელია ზამთრის ტურის შესაფერისად ჩაცმა: მაღალყელიანი თბილი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი კომბინიზონი ან თბილი ქურთუკი, (გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი)
• გასვლის დრო: - დილის 08:00 სთ.
გასვლის ადგილია:
თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
•მოთხოვნის შემთხვევაში ტრანსპორტი გამოვა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თანხის დამატების და ვიზიტორთა რაოდენობის შემთხვევაში‼️
•ტურზე რეგისტრაციისათვის საჭიროა თანხის წინასწარ ჩარიცხვა.
ვიზიტორების მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს 15 კაცს .
•ჯგუფის არ შეგროვების შემთხვევაში თანხა უკან დაგიბრუნდებათ‼️
• -თამარი
• -თამარი
ბორჯომი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ბორჯომში — ტრანსპორტი თბილისიდან, პარკი და აბანოები, სურვილისამებრ ვარძია ან ბაკურიანი და ღამისთევა სპა-სასტუმროში. ჩვენ შევარჩევთ ვარიანტს თქვენს დღეებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ტყეში სასეირნოდ კომფორტულია, შემოდგომაზე ხეობა ყვითლდება.
ივლისი–აგვისტოში თბილისზე გრილა, 26–28°, მაგრამ ეს ყველაზე ხალხმრავალი სეზონია.
ზამთარში თოვლიანი და მშვიდია; ბევრი ბაკურიანში სათხილამუროდ მიდის, ბორჯომში კი თბილ წყაროებში ბანაობს.
რა ვნახოთ
- ბორჯომის მინერალური წყლების პარკი — წყაროები, საბაგირო და ძველი პავილიონები
- გოგირდის აბანოები — ღია აუზები თბილი წყლით პარკის ზედა ნაწილში
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი — მარკირებული ბილიკები ერთი საათიდან რამდენიმე დღემდე
- ლიკანის სასახლე — რომანოვების ყოფილი რეზიდენცია, დღეს პრეზიდენტის რეზიდენცია
- მწვანე მონასტერი — ძველი ქვის ეკლესია ტყეში, ჩითახევთან, ქალაქიდან დაახლოებით 10 კმ-ში
- „კუკუშკა" — ვიწროლიანდაგიანი მატარებელი ბაკურიანამდე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ხაშურის გავლით დაახლოებით 160 კმ-ია, 2,5–3 საათი. მარშრუტკა დიდუბიდან დადის (დაახლოებით 3 საათი), ხოლო ელმატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 4 საათზე მეტს მიდის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისი–ხაშური ავტომაგისტრალით, შემდეგ მტკვრის ხეობით; გზა მთელი წელი კარგია.
სად დავრჩეთ: ცენტრსა და ლიკანში — სანატორიუმები, სპა-სასტუმროები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი პარკის ბილიკებისთვის, საცურაო კოსტიუმი გოგირდის აბანოებისთვის.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ეროვნული პარკის სიღრმეში — სუსტი.