ახალი წელი ბაკურიანში!
ფოტო: Davit 83 · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
გატურული ახალი წელი ჩვენთან ერთად!
გაატარეთ დაუვიწყარი სამი დღე და ორი ღამე ბაკურიანში!
• მგზავრობა კომფორტული მინივენით.
• გამყოლი გიდი
კეთილმოწყობილი კოტეჯი სამზარეულოთი
ჩაიცვით კომფორტული,თბილი ფეხსაცმელი და ტანისამოსი.
დაუშვებელია ნასვამ მდგომატეობაში წამოსვლა ,ასევე ასევე ალკოჰოლური სასმელების მიღება მგზავრობის დროს!
არ ვეწევთ ტრანსპორტში!
არ ვაბინძურებთ გარემოს!
ჩვენს დაუვიწყარ ტურში მოსახვედრად აუცილებელია
დაჯავშნოთ ადგილები წინასწარ .
დასაჯავშნათ მოგვწერეთ
facebook გვერდზე ან დარეკეთ :
ბაკურიანი — რა ტურებს გთავაზობთ
სათხილამურო ტური ბაკურიანში — ტრანსფერი თბილისიდან, სასტუმრო ან კოტეჯი, სურვილისამებრ სკიპასი, აღჭურვილობა და ინსტრუქტორი. ზაფხულში — ბორჯომსა და ტბებთან ერთად. პაკეტს თქვენს თარიღებზე აგიწყობთ.
როდის წავიდეთ
სათხილამურო სეზონი ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე გრძელდება; საუკეთესო თოვლი იანვარ-თებერვალშია, ტემპერატურა −5-დან −10°-მდე.
საახალწლო დღეებსა და იანვრის პირველ ნახევარში ყველაზე ხალხმრავალი და ძვირია.
ზაფხულში გრილა, 18–22°: ტყის ბილიკები, ველოსიპედი და ცხენით სეირნობა.
რა ვნახოთ
- დიდველი — კურორტის მთავარი სათხილამურო ზონა გონდოლითა და სხვადასხვა სირთულის ტრასებით
- კოხტა-მიტარბი — ფერდობები და საბაგირო, რომელიც კოხტას მიტარბის ხეობასთან აკავშირებს
- 25-იანი — მოკლე და მარტივი ფერდობი ცენტრთან, დამწყებთათვის და ბავშვებისთვის
- „კუკუშკა" — ბორჯომიდან მომავალი პატარა მატარებელი და ცნობილი ხიდი წაღვერთან
- ბოტანიკური ბაღი — ალპური ფლორა და ფიჭვნარი, ზაფხულში სასეირნოდ
- ტაბაწყური — დიდი მთის ტბა, მანქანით დაახლოებით 40 წუთში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ხაშურისა და ბორჯომის გავლით დაახლოებით 190 კმ-ია, 3 საათამდე. ბორჯომიდან მარშრუტკით 40 წუთი სჭირდება, ხოლო ვიწროლიანდაგიანი „კუკუშკა" ამ მონაკვეთს დაახლოებით 2,5 საათში გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ბორჯომიდან 30 კმ აღმართით ტყეში; ზამთარში მანქანას ზამთრის საბურავები ან ჯაჭვები სჭირდება.
სად დავრჩეთ: ცენტრსა და დიდველის მიმართულებით — სასტუმროები, კოტეჯები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, სათვალე და მზის კრემი; აღჭურვილობის ქირაობა ადგილზეა.
კავშირი: ინტერნეტი კურორტზე კარგად მუშაობს.