გუდაურის სეზონის ვანდერ-გახსნა
ფოტო: Gerd Eichmann · CC BY-SA 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
არ გამოტოვოთ ერთი ბედნიერი დღის გატარების შანსი ჩვენთან ერთად
ლოკაცია:
გუდაური
• თანხას ვრიცხავთ პირად ანგარიშზე აუცილებლად ტურამდე ორი დღით ადრე,
• ბოლო ორ დღეში ჩარიცხული თანხა არ მიიღება
• თანხის ჩარიცხვის შემდეგ გვერდის ინბოქსში აგზავნით ჩარიცხული თანხის ჩეკის სურათს რათა დროულად ჩაეწეროთ სიაში, სიაში ეწერებით თანხის ჩარიცხვის შემდეგ)
• ტურზე მოქმედებს ლიმიტი ამიტომ წამოსვლის მსურველებმა იჩქარეთ თანხის ჩარიცხვა.
• კომფორტული მიკროავტობუსით მგზავრობა(გამოცდილი
• მძღოლი)
• გამყოლი
• ფოტოგადამღები
• პოზიტივი
• სიტკბოობა
• ალერსი
• საკვები მოგვაქვს ყველას ინდივიდუალურად.
• (სურვილის შემთხვევაში 5- დავდებთ და წამოსვლისას სადმე გავჩერდებით ხინკლის საჭმელად)
გასვლის ადგილი
• რუსთაველი, ველოსიპედის ძეგლი 9:00 სთ
• ტურზე არ ვაგვიანებთ!
და რაც მთავარია:
• ტურზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში
• არ ვეწევით მიკროავტობუსში
• არ ვანაგვიანებთ ტრანსპორტს და გარემოს
• არ ვსწერვობთ
• არ ვქმნით ცუდ აურას
ტურის ფარგლებში ვიტოვებთ ტურის გადადების ან გაუქმების უფლებას. აქვე გვინდა ყურადღება გავამახვილო ორ საგულისხმო დეტალზე:
• თუ ვინმეს კუკუშკით მოგინდებათ ბაკურიანში ასვლა, ჩვენ მიგიყვანთ სადგურამდე. მაგრამ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ გასვლის დროს დათქმულ ლოკაციაზე მოსვლას არ დააგვიანებთ!
• როგორც წესი ზამთრის კურორტთა 1 დღიანი ტურები, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ადრე მთავრდება (კერძოდ 5სთ ან 6სთ) საკმაო დრო გვრჩება იმისთვის, რომ მოვაწყოთ პიკნიკი (რა თქმა უნდა, თუ ამინდი და გარემო ხელს შეგვიწყობს) ან სულაც ერთად მივირთვათ ხინკალი ასე რომ წინასწარ იფიქრეთ ამაზე და შეიქმენით შესაბამისი განწყობა დეტალებზე უკვე ერთობლივად შევთანხმდეთ ტურის დღეს
ტურზე ჩასაწერად მოგვწერეთ:
• თაზო
• ვიკრიბებით 5 საათიდან 6 ის ნახევრამდე მიკროავტობუსებთან, ლოდინის დრო 15 წუთი ( ის ვინც დროულად არ მოვა დათქმულ ადგილას, დათქმულ დროს, ტურის ორგანიზატორები ვიხსნით პასუხისმგებლობას )
• დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად გვერდზე
გისურვებთ წარმატებას
გუდაური — რა ტურებს გთავაზობთ
გუდაურის ტური ზამთარში მოიცავს ტრანსფერს თბილისიდან, სასტუმროს ფერდობებთან, სურვილისამებრ — ინვენტარს, სკიპასს და ინსტრუქტორს. ზაფხულშიც დაგეგმავთ: პარაპლანი, ყაზბეგი და ლაშქრობა — თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
სათხილამურო სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის შუა რიცხვებიდან აპრილამდე გრძელდება; თოვლი ყველაზე სანდოა იანვარ–მარტში, დღისით -5–0°.
საახალწლო დღეებსა და თებერვალში ყველაზე მეტი ხალხია, მარტში კი მზიანი დღეები და გაზაფხულის თოვლია.
ზაფხულში აქ პარაპლანით ფრენენ და ლაშქრობენ — დღისით 15–20°, თბილისის სიცხის შემდეგ გრილა.
რა ვნახოთ
- სათხილამურო ტრასები — 50 კმ-ზე მეტი ფერდობი, დამწყებთა ზონებიდან ფრირაიდამდე; ფერდობები ხეების ზემოთაა გაშლილი
- კობის საბაგირო — გუდაურს ჯვრის უღელტეხილის მეორე მხარეს, კობის ხეობასთან აკავშირებს
- მეგობრობის მონუმენტი — 1983 წლის თაღი-პანორამა არაგვის ხეობის თავზე
- ჯვრის უღელტეხილი — სამხედრო გზის უმაღლესი წერტილი, დაახლოებით 2400 მეტრზე
- პარაპლანი — ტანდემ-ფრენა ინსტრუქტორთან, ზაფხულსა და ზამთარში
- სტეფანწმინდა და გერგეტის სამება — დაახლოებით 40 კმ-ში, ერთი დღის მარშრუტი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 120 კმ-ია, 2–2,5 საათი, თოვლიან დღეებში — მეტი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან სტეფანწმინდის მიმართულებით გადის და გუდაურში ჩერდება; ზამთარში ხშირად ტრანსფერითაც მიდიან.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: სამხედრო გზით ჟინვალის, ანანურისა და ფასანაურის გავლით; ზამთარში მანქანას ზამთრის საბურავები ან ჯაჭვები სჭირდება.
სად დავრჩეთ: ახალ გუდაურში, ძველ კურორტზე და ფერდობების ქვემოთ — სასტუმროები, აპარტამენტები და შალეები.
რა წავიღოთ: სათხილამურო ტანსაცმელი, მზის სათვალე და კრემი — მთის მზე ძლიერია; ინვენტარს ადგილზეც იქირავებთ.
კავშირი: ინტერნეტი და მობილური სიგნალი კურორტზე კარგად მუშაობს.