ახალი წელი გუდაურსა და ყაზბეგში

ფოტო: This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაყაზბეგი, გუდაური
ფასიფასი — მოთხოვნით
ID65128

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

• I დღე:

• გუდაურის სამთო-სათხილამურო ტრასა

• დაბინავება ყაზბეგის სასტუმროში

• მოვემზადებით საახალწლო სუფრისთვის და ერთად შევხვდებით ახალ წელს!

• II დღე:

• გერგეტის სამება

• დარიალის ხეობა

• გაყინული გველეთის ჩანჩქერი

• P.S. გამყოლს აქვს უფლება მეორე დღის ლოკაციები შეცვალოს უმრავლესობის თხოვნით და მეორე დღე გაატარონ გუდაურის სათხილამურო ტრასაზე

გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:

• აუცილებლად თან გქონდეთ პირბადე

• არ ვაბინძურებთ გარემოს და ტრანსპორტს (არ ვყრით ნაგავს)

• არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში და არ ვსრიალებთ ნასვამ მდგომარეობაში

• ვიცვამთ ტურის შესაფერისად

• ვემორჩილებით გამყოლს!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!!

მგზავრობაში შედის:

• მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით

• საოჯახო სასტუმრო 2-3 ადგილიანი ნომრები თავისი სველი წერტილებით

• ჩვენი სასტუმროს ლინკი

• დილის ყავა, ჩაი და ტკბილეული

• გამყოლი!

• თერმო სკრინინგი!

• სადეზინფექციო ხსნარი

• თხილამურების და საბაგიროს თანხა! თხილამურები:

• ვისაც გაქვთ თხილამურები შეგიძლიათ წამოიღოთ.

• კვება. ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები.

• სურვილისამებრ შეგიძლიათ აკრიფოთ სამწვადისთვის!

• სურვილისამებრ წამოიღეთ ფეირვერკები

• გასვლის დრო: - დილის 07:30 სთ.

• საბაგირო იკეტება 17:00-ზე, ვაბარებთ ინვენტარს და 17:30 სთ-ზე გამოვდივართ გუდაურიდან და გავემგზავრებით ყაზბეგში

• გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!

• -თამარი

• -თამარი

ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.

რა ვნახოთ

  • გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
  • გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
  • დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
  • ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
  • ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
  • რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.

ყაზბეგი: გზამკვლევი
ყაზბეგი

ხშირი კითხვები

ერთ დღეში შეიძლება ყაზბეგის ნახვა?
დიახ, თბილისიდან ერთდღიანი ტური ანანურს, ჯვრის უღელტეხილსა და გერგეტის სამებას მოიცავს. მყინვარისა და ჯუთისთვის მინიმუმ ერთი ღამე დარჩით.
ღიაა თუ არა გზა ზამთარში?
ძირითადად ღიაა, მაგრამ ძლიერი თოვლისა და ზვავის საფრთხისას ჯვრის უღელტეხილს კეტავენ. გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ და მანქანას ზამთრის საბურავები სჭირდება.
რამდენად რთულია გერგეტის სამებამდე ასვლა?
ფეხით 1–1,5 საათი საშუალო სირთულის აღმართია, ბილიკი კარგად ჩანს. ასვლა ჯიპითაც შეიძლება, ეკლესიასთან გზა მიდის.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, სამებამდე მანქანით ავა ნებისმიერი ასაკის ბავშვი, ტრუსოსა და ჯუთის ბილიკები კი უფროსი ბავშვებისთვის კარგია. თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც წაიღეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.