ახალი წელი სიყვარულის ქალაქ სიღნაღში!
ფოტო: Vladimir Pankratov · CC BY-SA 4.0; Vladimir Pankratov · CC BY-SA 4.0; George Nikoladze · Public domain · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
საუკეთესო საახალწლო შეთავაზება შეყვარებულ წყვილებს! ერთად შეხვდით ახალ წელს სიყვარულს ქალაქ სიღნაღში, განაახლეთ შეგრძნებები რომანტიულ და ჰარმონიულ გარემოში !
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
1 ბოდბის წმინდა ნინოს სამონასტრო კომპლექსი
2 წმინდა ნინოს წყარო
3 სიღნაღი. სიყვარულის ქალაქი
,4 ღვინის მარანი და ღვინის დეგუსტაცია
5 დაბინავება სასტუმროში 2 ან 3 ადგილიან ნომრებში (თავისი სველი წერტილებით)
6 ღამის სიღნაღი
7 ერთად შევხვდებით ახალ წელს და მივუსხდებით საახალწლო სუფრას!
II დღე:
1 დილის საუზმე
2 გასეირნება სიღნაღში
3 სიღნაღის ციხე-გალავანი
4 სიღნაღის წმ. სტეფანეს სახ. ეკლესია-1762წ.
5 წმ.გიორგის სახ. ეკლესია-XVIIIს.
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
არ ვბილწვსიტყვაობთ!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
ვემორჩილებით გიდს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გიდი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
მგზავრობაში შედის ყველა ჩამონათვალი:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით!
გიდი!
თერმოსკრინინგი
სადეზინფექციო ხსნარი
სასტუმრო 2 ან 3 ადგილიანი ნომრები თავისი სველი წერტილებით
საახალწლო ტრადიციული ვახშამი (საცივი, მწვადი, ტოლმა, ფხალეული, სალათები, სოკო, ხაჭაპური, მჭადი, ყველის ასორტი, ლობიანი, ნამცხვრები, ლიმონათი, ღვინო სამი სახეობა)
დილის საუზმე
გასვლის დრო: - დილის 09:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
ასევე თუ ვერ შეძლებთ წამოსვლას გარკვეული მიზეზების გამო, ჩარიცხულ თანხას დაგიბრუნებთ მხოლოდ ტურის გამართვამდე ერთი კვირით ადრე შეტყობინების შემთხვევაში! (თანხა ბრუნდება მხოლოდ, ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როცა იძულებულნი ვიქნებით ტური გავაუქმოთ. )
-თამარი
-თამარი
სიღნაღი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სიღნაღში ჩვეულებრივ ბოდბესაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, დეგუსტაცია ადგილობრივ მარანში, სურვილისამებრ ღამისთევა ძველ ქალაქში. ერთდღიან და ორდღიან ვარიანტს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, ველი მწვანეა ან რთველი მიდის, კავკასიონი კარგად ჩანს.
ივლისი–აგვისტოში ქალაქი მაღლაა და ველზე გრილა, მაგრამ შუადღისას მაინც 30°-ს ცდება.
ზამთარში მშვიდია, ბევრი გესტჰაუსი ღიაა; ნისლიან დღეს ველის ხედი შეიძლება ვერც ნახოთ.
რა ვნახოთ
- გალავანი — XVIII საუკუნის კედელი კოშკებით; ზოგ მონაკვეთზე ასვლა და კედელზე გავლა შეიძლება
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი და წყარო, ქალაქიდან 2 კმ-ში
- სიღნაღის მუზეუმი — ფიროსმანის ნახატების კოლექცია და არქეოლოგიური ექსპოზიცია
- წმინდა გიორგის ეკლესია და თავისუფლების მოედანი — ქალაქის ცენტრი ხედის ბაქნებით
- მარნები და ღვინის ბარები — ადგილობრივი საფერავი და ქვევრის რქაწითელი
- წნორი და ალაზნის ველი — ქვემოთ, 10 წუთის სავალზე, ვენახებითა და ბაზრით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან საგარეჯოსა და ბაკურციხის გავლით დაახლოებით 110 კმ-ია, 1 საათი და 45 წუთიდან 2 საათამდე. მარშრუტკა სამგორის სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საგარეჯო–გურჯაანის ტრასით და ბოლოს აღმართით ქალაქში; გზა კარგია მთელი წლის განმავლობაში.
სად დავრჩეთ: ძველ ცენტრში — პატარა სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები ველზე გადამავალი აივნებით.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ქუჩები ქვაფენილიანი და დაქანებულია; ბოდბისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი კარგად მუშაობს.