ორდღიანი ჯიპ-ტური ვაშლოვანის ნაკრძალში ❤️❤️❤️
ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
ტურის შესახებ
,," გთავაზობთ ორდღიან ჯიპ-ტურს ვაშლოვანის ნაკრძალში
ტურის განხორციელება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს. (სასურველი პერიოდია: შემოდგომიდან გაზაფხულამდე)
• ტურისტების რაოდენობა: 7-14-21... პერსონა
• ტურის ხანგრძლივობა: 2-დღე 1-ღამე
შეკრების ადგილი:
• თბილისი. მ.რუსთაველი. ველოსიპედის წინ
მარშუტი:
1)დღე
• დედოფლისწყარო
• პანტიშარა-დათვისხევი
• მერცხლების ქალაქი
• დევების გადასახედი
• მიჯნის ყურე (ღამისთევა კოტეჯებში)
2)დღე
• ტახის წყალი
• შავი მთა
• წმ. ელია თეზბიტელის მონასტერი
• ხორნაბუჯის ციხე
• არწივის ხეობა
• გამომგზავრება თბილისში
• ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი კომფორტული ჯიპით (MITSUBISHI DELICA 4x4)
• კოტეჯში ღამისთევა.
• ნაკრძალში შესვლის მოსაკრებელი.
• გამოცდილი მძღოლი გამყოლი.
საჭირო ეკიპირება:
• მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.
აკრძალულია:
• ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება.
• არ ვაბინძურებთ გარემოს.
• ან მოგვწერეთ facebook :
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია
საქ. ბანკი:
თი ბი სი ბანკი:
სიღნაღი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სიღნაღში ჩვეულებრივ ბოდბესაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, დეგუსტაცია ადგილობრივ მარანში, სურვილისამებრ ღამისთევა ძველ ქალაქში. ერთდღიან და ორდღიან ვარიანტს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, ველი მწვანეა ან რთველი მიდის, კავკასიონი კარგად ჩანს.
ივლისი–აგვისტოში ქალაქი მაღლაა და ველზე გრილა, მაგრამ შუადღისას მაინც 30°-ს ცდება.
ზამთარში მშვიდია, ბევრი გესტჰაუსი ღიაა; ნისლიან დღეს ველის ხედი შეიძლება ვერც ნახოთ.
რა ვნახოთ
- გალავანი — XVIII საუკუნის კედელი კოშკებით; ზოგ მონაკვეთზე ასვლა და კედელზე გავლა შეიძლება
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი და წყარო, ქალაქიდან 2 კმ-ში
- სიღნაღის მუზეუმი — ფიროსმანის ნახატების კოლექცია და არქეოლოგიური ექსპოზიცია
- წმინდა გიორგის ეკლესია და თავისუფლების მოედანი — ქალაქის ცენტრი ხედის ბაქნებით
- მარნები და ღვინის ბარები — ადგილობრივი საფერავი და ქვევრის რქაწითელი
- წნორი და ალაზნის ველი — ქვემოთ, 10 წუთის სავალზე, ვენახებითა და ბაზრით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან საგარეჯოსა და ბაკურციხის გავლით დაახლოებით 110 კმ-ია, 1 საათი და 45 წუთიდან 2 საათამდე. მარშრუტკა სამგორის სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საგარეჯო–გურჯაანის ტრასით და ბოლოს აღმართით ქალაქში; გზა კარგია მთელი წლის განმავლობაში.
სად დავრჩეთ: ძველ ცენტრში — პატარა სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები ველზე გადამავალი აივნებით.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ქუჩები ქვაფენილიანი და დაქანებულია; ბოდბისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი კარგად მუშაობს.