ახალი წლის ტური ბაკურიანში!
ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Davit 83 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
ტურის აღწერა:
I დღე:
???? 22:00 სთ. დაბინავება ცემის სასტუმროში (ბაკურიანის მიმდებარედ), საახალწლო სამზადისი
II დღე:
???? 10:00-11:00 სთ. საუზმე
???? 12:00-18:00 სთ. თავისუფალი დრო ბაკურიანში (შეგიძლიათ ისეირნოთ საბაგიროებით, მარხილებით, ბურანებით, კვადროციკლებით; ისრიალოთ თხილამურებით, სნოუბორდებით, ციგებით; დატკბეთ ულამაზესი ზამთრის ხედებით)
გადავიღებთ ბევრ სამახსოვრო ფოტოს <3
???? შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)
მგზავრობა უმაღლესი კლასის მიკროავტობუსით
კომფორტული სასტუმრო ცემში
(სასტუმრო იხილეთ ბმულზე: საახალწლო სუფრა და დილის საუზმე
ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, ფოტოგადაღება)
დამატებითი ინფორმაცია:
თუ მონაწილე ბოლო ათი დღის განმავლობაში ამოეწერება სიიდან, უკან უბრუნდება თანხის 30 %
შეკრების ადგილას, აუცილებელია გაიაროთ თერმოსქრინინგი, ამიტომაც ეცადეთ, ტურზე წამოსვლამდე მაქსიმალურად გააკონტროლოთ ტემპერატურა
კომპანიის საბანკო ანგარიში:
????
???? თბილისი, წერეთლის 116
ბაკურიანი — რა ტურებს გთავაზობთ
სათხილამურო ტური ბაკურიანში — ტრანსფერი თბილისიდან, სასტუმრო ან კოტეჯი, სურვილისამებრ სკიპასი, აღჭურვილობა და ინსტრუქტორი. ზაფხულში — ბორჯომსა და ტბებთან ერთად. პაკეტს თქვენს თარიღებზე აგიწყობთ.
როდის წავიდეთ
სათხილამურო სეზონი ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე გრძელდება; საუკეთესო თოვლი იანვარ-თებერვალშია, ტემპერატურა −5-დან −10°-მდე.
საახალწლო დღეებსა და იანვრის პირველ ნახევარში ყველაზე ხალხმრავალი და ძვირია.
ზაფხულში გრილა, 18–22°: ტყის ბილიკები, ველოსიპედი და ცხენით სეირნობა.
რა ვნახოთ
- დიდველი — კურორტის მთავარი სათხილამურო ზონა გონდოლითა და სხვადასხვა სირთულის ტრასებით
- კოხტა-მიტარბი — ფერდობები და საბაგირო, რომელიც კოხტას მიტარბის ხეობასთან აკავშირებს
- 25-იანი — მოკლე და მარტივი ფერდობი ცენტრთან, დამწყებთათვის და ბავშვებისთვის
- „კუკუშკა" — ბორჯომიდან მომავალი პატარა მატარებელი და ცნობილი ხიდი წაღვერთან
- ბოტანიკური ბაღი — ალპური ფლორა და ფიჭვნარი, ზაფხულში სასეირნოდ
- ტაბაწყური — დიდი მთის ტბა, მანქანით დაახლოებით 40 წუთში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ხაშურისა და ბორჯომის გავლით დაახლოებით 190 კმ-ია, 3 საათამდე. ბორჯომიდან მარშრუტკით 40 წუთი სჭირდება, ხოლო ვიწროლიანდაგიანი „კუკუშკა" ამ მონაკვეთს დაახლოებით 2,5 საათში გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ბორჯომიდან 30 კმ აღმართით ტყეში; ზამთარში მანქანას ზამთრის საბურავები ან ჯაჭვები სჭირდება.
სად დავრჩეთ: ცენტრსა და დიდველის მიმართულებით — სასტუმროები, კოტეჯები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, სათვალე და მზის კრემი; აღჭურვილობის ქირაობა ადგილზეა.
კავშირი: ინტერნეტი კურორტზე კარგად მუშაობს.