გიორგობის წმინდა გიორგის პიკნიკ–ტური, სულ ! ! ! ელფია ექვთიმეს ტაძარი წვერი უძო აზეულა ბერიას აგარაკ

ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათეთრიწყარო
ფასიფასი — მოთხოვნით
ID65059

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გიორგობის, სამი წმინდა გიორგის, საზეიმო კოცონ–პიკნიკ ტური ????
ელფია–წვერი–კიკეთი–უძო–კოჯორი და სხვა...

დარეკე ახლავე – ან მოგვწერე სასაუბროში ????

ჩვენ გველის უცხო ტური - ელფია, წვერისა და უძოს წმინდა გიორგის ეკლესიები; კიკეთის დიდებული ტაძარი; გამაოგნებელი აზეულას ციხე და ლეგენდარული მწვანე კოცონ–პიკნიკი <3

1. მგზავრობა ორივე მიმართულებით;
2. ფოტოგადაღება;
3. გამოცდილ გიდთან ერთად მოგზაურობა.

???? გაფრთხილება: არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე, რომელსაც გამოიყენებთ მგზავრობისას!
???? ფეხით გასავლელი მანძილი: დაახლოებით 3 კმ.
⏰ გასვლის დრო : 08:00
???? გასვლის ადგილი : მარჯანიშვილის მოედანი.

ადგილები ივსება ჩარიცხვის მიხედვით, ჩარიცხული თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ბილეთის ხელახალი გადაყიდვის შემთხვევაში.

თეთრიწყარო — რა ტურებს გთავაზობთ

თეთრიწყაროს მხარეში ტური ჩვეულებრივ ერთდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სამშვილდეში ან ბირთვისის ბილიკზე და პიკნიკი ან სადილი სოფელში. მარშრუტს თქვენს თარიღსა და ფიზიკურ მზადყოფნას მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 15–24°, ლაშქრობისთვის კარგი ამინდია.
ზაფხულში თბილისზე გრილა, 26–28°, ასე რომ სიცხისგან გასაქცევადაც გამოდგება.
ზამთარში ცივა და თოვს; ბირთვისისა და სამშვილდის ბილიკები ტალახიანი და მოყინულია.

რა ვნახოთ

  • სამშვილდე — შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევები და VIII საუკუნის სიონი ორი კანიონის პირას, ქალაქიდან 5 კმ-ში
  • ბირთვისი — კლდეებზე აგებული ციხე ალგეთის ხეობაში; მისასვლელად რამდენიმესაათიანი ბილიკი გადის
  • ალგეთის ეროვნული პარკი — ნაძვნარი და წიფლნარი ტყე მანგლისის მხარეს
  • წალკის გზა — ზეგანიდან ტრიალეთის ქედისა და ტბების ხედი
  • ასურეთი — ყოფილი გერმანული სოფელი ელიზაბეთტალი ლუთერანული ეკლესიით
  • ფიტარეთის მონასტერი — XIII საუკუნის ტაძარი ხრამის ხეობის ტყეში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 60 კმ-ია (1 საათი და 10 წუთი). მარშრუტკები გადის სამგორის მეტროსთან მდებარე სადგურიდან, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან კოდის გავლით; ბოლო მონაკვეთი აღმართია და ზეგანზე ადის.
სად დავრჩეთ: ქალაქსა და ახლომდებარე სოფლებში — საოჯახო გესტჰაუსები; ზოგი ბირთვისისა და სამშვილდისკენ ერთდღიან გასვლებს თბილისიდანვე აკეთებს.
რა წავიღოთ: ლაშქრობის ფეხსაცმელი, წყალი და ქარსაცავი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს, კანიონებსა და ხეობებში — წყვეტილად.

თეთრიწყარო: გზამკვლევი
თეთრიწყარო

ხშირი კითხვები

რა სირთულისაა ბირთვისის ბილიკი?
საშუალო: რამდენიმე საათი, ზოგ ადგილას ციცაბო ქვებზე. ბავშვებთან ერთად სჯობს სამშვილდე, სადაც მანქანა ნანგრევებთან ახლოს მიდის.
რამდენი დღე სჭირდება?
სამშვილდისა და ბირთვისისთვის ერთი სრული დღე საკმარისია. თუ ალგეთის პარკსა და ფიტარეთსაც დაამატებთ, ღამე გესტჰაუსში გაათიეთ.
ზაფხულში აქ გრილა?
თბილისზე რამდენიმე გრადუსით გრილა, ღამით კი საგრძნობლად. ზაფხულის საღამოსთვის თბილი ტანსაცმელი წაიღეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.