რაბათი / საფარა / ქვაბისხევი / აწყური

ფოტო: I kynitsky · CC BY-SA 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0; Lohen11 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაახალციხე
ფასიფასი — მოთხოვნით
ID65052

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტური ისტორიულ მესხეთში - სულ, სულ ! !
ჩვენ გველის ????
ისტორიამრავალი და უნიკალური საფარა;
ტოლერანტობის სომბოლო რაბათის ციხე;
შოთა რუსთაველის განათლებისა და ბავშვობის ადგილი - ქვაბისხევის VIII-IX საუკუნეების ეკლესია;
დიდებული აწყურის ციხე;
უძველესი აწყურის ეკლესია, სადაც თავიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ტაძარი ააგო და რომელშიც ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დააბრძანა.

1. მგზავრობა ორივე მიმართულებით;
2. ფოტოგადაღება;
3. გამოცდილ გიდთან ერთად მოგზაურობა.

ახალციხის ციხის ქვედა ნაწილში შესვლა უფასოა, ბილეთები იყიდება ზედა(ისტორიული) ნაწილისთვის

მოსწავლე -
სტუდენტი -
ვიზიტორი მოზრდილი -

არასავალდებულო: თუ ადგილობრივი გიდის მომსახურების სურვილი გაგიჩნდებათ ამ შემთხვევაში: აუდიო გიდი ონლაინ აპლიკაცია - (ქართული, ინგლისური, რუსული)
გიდი (ქართ.) 5 ვიზიტორამდე ჯგუფის შემთხვევაში - .
გიდი (ქარ.) 5-ზე მეტ ვიზიტორიან ჯგუფის შემთხვევაში - .

(ფასები განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ)

???? გაფრთხილება: არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე, რომელსაც გამოიყენებთ მგზავრობისას!
???? ფეხით გასავლელი მანძილი დაახლოებით 4 კმ.
⏰ გასვლის დრო : 07:00
???? გასვლის ადგილი : მარჯანიშვილის მოედანი

ადგილები ივსება ჩარიცხვის მიხედვით, ჩარიცხული თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ბილეთის ხელახალი გადაყიდვის შემთხვევაში.

შენი მწვანე თავგადასავალი იწყება აქ ???? ????

ახალციხე — რა ტურებს გთავაზობთ

ახალციხის ტური ჩვეულებრივ ბორჯომს, რაბათს და ვარძიას აერთიანებს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და, ორდღიან ვარიანტში, ღამისთევა ახალციხეში. თარიღსა და ტემპს ერთად შევარჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ვარძიისა და საფარის გზები მწვანეა ან შემოდგომის ფერებში.
ივლისი–აგვისტო თბილია, დღისით 28–30°, საღამოები გრილი.
ზამთარი ცივია, -5°-მდე და ქვემოთ; რაბათი ღიაა, მაგრამ მთის გზებზე თოვლი შეიძლება დაგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • რაბათის ციხე — აღდგენილი ციხე-ქალაქი მეჩეთით, ეკლესიით, სასახლით და ისტორიული მუზეუმით
  • საფარის მონასტერი — X–XIV საუკუნეების ეკლესიები ტყიან ხეობაში, ქალაქიდან 12 კმ-ში
  • ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქალაქი, დაახლოებით 60 კმ-ში
  • ხერთვისის ციხე — მტკვრისა და ფარავნის შესართავთან, ვარძიის გზაზე
  • ზარზმის მონასტერი — მოხატული ტაძარი ადიგენის მხარეს, დაახლოებით 35 კმ-ში
  • აბასთუმანი — ძველი კურორტი ფიჭვნარში და ყანობილის ობსერვატორია, 28 კმ-ში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ბორჯომის გავლით დაახლოებით 205 კმ-ია, 3–3,5 საათი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან დღის განმავლობაში ხშირად გადის, მგზავრობა 3,5–4 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ხაშური–ბორჯომის გზით, კარგი ასფალტით.
სად დავრჩეთ: რაბათის მიდამოებსა და ცენტრში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო; ვარძიისთვის — კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.

ახალციხე: გზამკვლევი
ახალციხე

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ახალციხე და ვარძია ერთ დღეში?
შეიძლება, მაგრამ დღე გრძელი გამოდის — თბილისიდან ორივე მხარეს 7–8 საათი მხოლოდ გზაა. უფრო მშვიდად ჯობს ღამე ახალციხეში.
რამდენი დრო სჭირდება რაბათს?
ციხისა და მუზეუმის დასათვალიერებლად 1,5–2 საათი საკმარისია. საღამოს განათებული ციხე ცალკე სანახავია.
როგორ მივიდე ვარძიამდე ახალციხიდან?
მანქანით დაახლოებით 60 კმ-ია, საათზე ცოტა მეტი. მარშრუტკა დღეში რამდენჯერმე დადის, ამიტომ ტაქსი ან ტური უფრო მოსახერხებელია.
ბავშვებთან ერთად როგორია?
რაბათის ფართო ეზოები და გალავანი ბავშვებს მოსწონთ. ვარძიაში ბევრი კიბე და ვიწრო გვირაბია — პატარებს ხელში მოკიდება სჭირდებათ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.