კოპალას სალოცავი, ჩინთის კოშკები, ყელის ციხე(თამარის ციხე), მაღაროსკარის ეკლესია, ჯვარიპატიოსნის ანალოგი სოფ. ჩინთთან, ჩარგალი ვაჟა ფშაველას სახლ -მუზეუმი ნოემბერს
ფოტო: shankar s. from Dubai, united arab emirates · CC BY 2.0; shankar s. from Dubai, united arab emirates · CC BY 2.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
⭕ გზად გავივლით და მოვინახულებთ:
✔️ჩინთის კოშკების კომპლექსი
✔️სოფ. ჩინთთან 17 მეტრის სიმაღლის ქვა (ლოდი), "ქვის" თავზე აღმართულია ლითონის ჯვარი.
ჩრდილოეთ კედელში არსებული ბუნებრივი გამოქვაბულის შესასვლელში, სადაც წმ. ნინომ ღამე გაათია და ლოცულობდა, ამოშენებულია 1 მ. სიმაღლის კედელი, რომელზეც წმ. ნინოს რელიეფური ხატია
✔️ჟინვალის წყალსაცავი
✔️ ყელის ციხე(თამარის ციხე)
✔️ ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ჯვარიპატიოსნის ტაძრის ანალოგი სოფ. ჩინთთან
✔️მაღაროსკარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
✔️ კოპალას მისტიური სალოცავი
✔️ ჩარგალი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი
⭕აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
➡️აუცილებლად უნდა გქონდეთ პირბადე!!!!
➡️არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!!!
➡️არ ვბილწვსიტყვაობთ!!!
➡️არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს და ტრანსპორტში!!!
➡️ვიცვამთ ტურის შესაბამისად! მოგვაქვს საწვიმარი,
➡️ვემორჩილებით გამყოლს!!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!!
⭕მგზავრობაში შედის:
✅ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✅ გიდი!
✅ სადეზინფექციო ხსნარი!
❎ კვება! ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები!
❎სურვილისამებრ გამოვივლით და დავაგემოვნებთ ფშავურ ხინკალს ცნობილ სახინკლეში "ცოლის ცრემლები"
➡️გასვლის დრო: - დილის 09:00 სთ.
⭕გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
თამარი
-თამარი
ჟინვალი — რა ტურებს გთავაზობთ
ჟინვალი ჩვეულებრივ ყაზბეგისა და გუდაურის ერთდღიან ტურში შედის — ტრანსპორტით თბილისიდან, გიდით და გაჩერებით ანანურთან. მარშრუტს თქვენს დღეზე შევადგენთ, სურვილისამებრ ღამისთევითაც.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, მწვანე ან შემოდგომისფერი ფერდობები და წყალსაცავის ყველაზე ლამაზი ფერი.
ივლის-აგვისტოში აქ თბილისზე გრილა, მაგრამ შაბათ-კვირას სამხედრო გზაზე საცობია.
ზამთარში დაბამდე გზა ღიაა; ზემოთ, გუდაურისკენ, თოვლი და ჯაჭვები შეიძლება დაგჭირდეთ.
რა ვნახოთ
- ჟინვალის წყალსაცავი — ფირუზისფერი ტბა მთებს შორის; თბილისის სასმელი წყლის წყაროა, ამიტომ ბანაობა აკრძალულია
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით წყალსაცავის ნაპირზე, დაბიდან 6–7 კმ-ში
- ჟინვალჰესის კაშხალი — დიდი მიწის კაშხალი, საიდანაც წყალსაცავი და არაგვის ხეობა კარგად ჩანს
- ბაზალეთის ტბა — ლეგენდებიანი ტბა 15 კმ-ში, საზაფხულო დასვენების ადგილი
- ფშავის არაგვის ხეობა — გზა ბარისახოსა და შატილისკენ აქედან იწყება
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სამხედრო გზით დაახლოებით 65 კმ-ია, 50–60 წუთი. დიდუბის სადგურიდან ფასანაურისა და სტეფანწმინდის მარშრუტკები ჟინვალზე გადის, მგზავრობა დაახლოებით 1 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა (E117) თბილისიდან მცხეთის გავლით; ჟინვალთან იწყება გზა ფშავ-ხევსურეთისკენ.
სად დავრჩეთ: რამდენიმე საოჯახო სასტუმრო და კოტეჯი წყალსაცავის გარშემო; მეტი არჩევანია ანანურსა და ფასანაურში.
რა წავიღოთ: თბილი ზედა საღამოსთვის; ანანურის ეკლესიისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი დაბაში და ტრასაზე კარგად მუშაობს.