გარეჯის საბერეები! ერთდღიანი ტური
ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Vladimir Pankratov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
• გზად გავივლით და მოვინახულებთ:
•ბერთა სერი
•საბერეების სამონასტრო კომპლექსი
•ქოლაგირის სამონასტრო კომპლექსი
•ივრის ჭალა
ფეხით სასიარულო მთელი დღე 3 კმ.- მარტივი სირთულის.
•აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
•აუცილებლად უნდა გქონდეთ პირბადე!
•არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
•არ ვბილწვსიტყვაობთ!
•არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს და ტრანსპორტში!
•ვიცვამთ ტურის შესაბამისად! მოგვაქვს საწვიმარი,
•ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
•მგზავრობაში შედის:
•მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
•გიდი!
•სადეზინფექციო ხსნარი!
• კვება! ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები!
•გასვლის დრო: - დილის 7:00 სთ.
•გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
თამარი
-თამარი
სიღნაღი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სიღნაღში ჩვეულებრივ ბოდბესაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, დეგუსტაცია ადგილობრივ მარანში, სურვილისამებრ ღამისთევა ძველ ქალაქში. ერთდღიან და ორდღიან ვარიანტს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, ველი მწვანეა ან რთველი მიდის, კავკასიონი კარგად ჩანს.
ივლისი–აგვისტოში ქალაქი მაღლაა და ველზე გრილა, მაგრამ შუადღისას მაინც 30°-ს ცდება.
ზამთარში მშვიდია, ბევრი გესტჰაუსი ღიაა; ნისლიან დღეს ველის ხედი შეიძლება ვერც ნახოთ.
რა ვნახოთ
- გალავანი — XVIII საუკუნის კედელი კოშკებით; ზოგ მონაკვეთზე ასვლა და კედელზე გავლა შეიძლება
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი და წყარო, ქალაქიდან 2 კმ-ში
- სიღნაღის მუზეუმი — ფიროსმანის ნახატების კოლექცია და არქეოლოგიური ექსპოზიცია
- წმინდა გიორგის ეკლესია და თავისუფლების მოედანი — ქალაქის ცენტრი ხედის ბაქნებით
- მარნები და ღვინის ბარები — ადგილობრივი საფერავი და ქვევრის რქაწითელი
- წნორი და ალაზნის ველი — ქვემოთ, 10 წუთის სავალზე, ვენახებითა და ბაზრით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან საგარეჯოსა და ბაკურციხის გავლით დაახლოებით 110 კმ-ია, 1 საათი და 45 წუთიდან 2 საათამდე. მარშრუტკა სამგორის სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საგარეჯო–გურჯაანის ტრასით და ბოლოს აღმართით ქალაქში; გზა კარგია მთელი წლის განმავლობაში.
სად დავრჩეთ: ძველ ცენტრში — პატარა სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები ველზე გადამავალი აივნებით.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ქუჩები ქვაფენილიანი და დაქანებულია; ბოდბისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი კარგად მუშაობს.