გიორგობა ლომისაზე! ! ნოემბერს!
ფოტო: MaxBenidze · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Alex Mestiashvili · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
⭕გზად გავივლით და მოვინახულებთ:
✔️ ლომისა - წმ. გიორგის უძველესი სალოცავი მე - 9-10 ს.ს. მდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე. ტაძარში ინახება დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით
სოფელი მლეთიდან ფეხით ავუყვებით ლომისის ქედს, ლომისას სასწაულმოქმედი ტაძარი მდებარეობს წვერზე.
ფეხით სასიარულო გზა მთელი დღის განმავლობაში 8 კმ.
გზა არის აღმართ- დაღმართიანი.
⭕აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
➡️აუცილებლად უნდა გქონდეთ პირბადე!!!!
➡️არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!!!
➡️არ ვბილწვსიტყვაობთ!!!
➡️არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს და ტრანსპორტში!!!
➡️ვიცვამთ ტურის შესაბამისად! მოგვაქვს საწვიმარი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, თბილი მოსაცმელი (ქურთუკი), სალაშქრო ჯოხი ( სურვილისამებრ) და წყალი!!!
➡️ვემორჩილებით გამყოლს!!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!!
⭕მგზავრობაში შედის:
✅ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✅ გამყოლი!
✅ სადეზინფექციო ხსნარი!
❎ კვება! ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები!
✅ დილით გავჩერდებით სმარტთან!
⭕საღამოს სურვილისამებრ გამოვივლით ფასანაურის ცნობილ სახინკლეში!
გასვლის დრო: - დილის 7:00 სთ.
⭕გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
თამარი
-თამარი
ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.
რა ვნახოთ
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
- გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
- დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
- ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
- ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
- რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.