ყაზბეგის განსხვავებული ერთდღიანი ტური
ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Андрей Бобровский · CC BY 3.0; Андрей Бобровский · CC BY 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
თქვენც ნახეთ ულამაზესი გველეთის ჩანჩქერი‼️
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
•.გუდაურის გადასახედი. პანორამა
• ხევის სიონი (თუ მშრალი ამინდი იქნება ავალთ)
• ფანშეტის კოშკი და ნასახლარები
• გერგეტის სამება
• გველეთის ჩანჩქერი (სურვილისამებრ)
• დარიალის ხეობა.
•. დარიალის სამონასტრო კომპლექსი.
გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
✓არ ვბილწვსიტყვაობთ!!!
✓არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!!!
სასურველია გქონდეთ საწვიმარი და გამოსაცვლელი ფეხსაცმელი!
✓ვემორჩილებით გამყოლს!!
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!
•მგზავრობაში შედის:
√ მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით ‼️
√ პროფესიონალი გიდი!
✓კვება! ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები!
სურვილისამებრ გამოვივლით ფასანაურის ცნობილ სახინკლეში!
გერგეტის სამებამდე ფეხით ასასვლელი (ორივე გზა) 8 კილომეტრი. აუცილებლად ავდივართ დელიკებით, რადგან მოვასწოთ გველეთის ჩანჩქერი, გერგეტზე დელიკათი ასვლა ორივე გზა ერთ ვიზიტორზე .
გასვლის დრო: - დილის 07:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი
ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.
რა ვნახოთ
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
- გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
- დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
- ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
- ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
- რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.