სვანეთი: მესტია, უშგული, ჰეშკილის ქოხები, ჰაწვალი, ლაგურკა, ლამარია, მაცხვარიში-ნოემბერს!
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
შემოგვიერთდით‼თქვენც ნახეთ ულამაზესი სვანეთის ბუნება‼
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
მჩქეფარე ენგურის ხეობა
ენგურის კაშხალი
კატერებით გასეირნება და ჩანჩქერების მონახულება ( სურვილისამებრ)
ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
ულამაზესი მესტია
კურორტი ჰაწვალი, საბაგიროთი ავალთ და დავტკბებით სვანეთის ლამაზი ხედებით
ეთნოგრაფიული მუზეუმი
ჰეშკილის ქოხები
ბეთქილის მჟავე წყლები
დაბინავება სასტუმროში.
საღამოს გასეირნება მესტიაში
II დღე:
სიყვარულის კოშკი
წმ.კვირიკეს და წმ.ივლიტას სახელობის ეკლესია, სვანურად "ლაგურკა"- X ს.
(საფეხმავლო-საშუალო, ჯამში 2 კმ)
სოფელი ჩაჟაში
სოფელი უშგული
თამარის კოშკი
სოფ.ჟიბიანი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
უშგულის ლამარია - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - IX-X სს.
საღამოს დაბრუნება მესტიაში
დაბინავება სასტუმროში
III დღე:
სოფ. ლატალის მაცხოვრის ტაძარი X-XIს
მაცხვარიში
ზუგდიდის დადიანების სასახლე
საღამოს დაბრუნება თბილისში
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
აუცილებელია გქონდეთ პირბადე!
არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
არ ვბილწვსიტყვაობთ!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს .
ვემორჩილებით გიდს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გიდი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი!
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით,
თერმოსკრინინგი!
სადეზინფექციო ხსნარი!
გიდი!
განთავსება საოჯახო სასტუმროში ორი ღამით (2 - 3ადგილიან ნომრებში )
კვება! ყველას
მოგვაქვს სამი დღის სამყოფი საკვები ან კვებას ადგილზე ვაგვარებთ ინდივიდუალურად.
ენგურზე კატერით გასეირნება ( სურვილისამებრ)
მიხეილ ხერგიანის მუზეუმის საფასური:
ჯიპ ტური უშგულში:
გასვლის დრო: - ხუთშაბათს ღამის 01:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი
მესტია — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
- მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
- კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
- ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
- ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
- უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.