ოქტომბერი (კვირა) - მარტყოფი-საბადურის ტური
ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის აღწერა:
???? 11:00 სთ. მარტყოფის მონასტერი
???? 13:00 სთ. დათვების თავშესაფარი საბადურებში (თუ შესვლა იქნება შესაძლებელი)
???? 14:00 სთ. საბადურის ტყე
???? 17:00 სთ. სიონის წყალსაცავი
???? შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)
მგზავრობა უმაღლესი კლასის მიკროავტობუსით
ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)
დამატებითი ინფორმაცია:
საკვებს ითვალისწინებთ ინდივიდუალურად
აუცილებელია იქონიოთ პირბადეები
თუ მონაწილე ბოლო ორი დღის განმავლობაში ამოეწერება სიიდან, უკან უბრუნდება თანხის 30 %
შეკრების ადგილას, აუცილებელია გაიაროთ თერმოსქრინინგი, ამიტომაც ეცადეთ, ტურზე წამოსვლამდე მაქსიმალურად გააკონტროლოთ ტემპერატურა
კომპანიის საბანკო ანგარიში:
????
???? თბილისი, წერეთლის 116
თიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თიანეთის მიმართულებით ტური ჩვეულებრივ სიონის წყალსაცავს, უჯარმის ციხესა და ბოჭორმას აერთიანებს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. გინდათ ერთი დღით, გინდათ ღამისთევით — დღეებს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: დღისით 22–26°, ღამით გრილა — თბილისის სიცხისგან აქ გარბიან.
მაისსა და ოქტომბერში ლამაზი და მშვიდია, მაგრამ საღამოობით ცივა.
ზამთარი თოვლიანია, ზოგჯერ −10°-მდე ყინავს; ბოჭორმისა და სოფლების გრუნტის გზები ამ დროს რთულია.
რა ვნახოთ
- სიონის წყალსაცავი — დიდი ტბა თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ზაფხულში ბანაობენ
- ბოჭორმის ციხე — X–XI საუკუნის ციხე-სიმაგრე მრგვალი ეკლესიით ივრის ხეობაში
- ერწოს ციხე — სამსართულიანი ციხე-კოშკი სოფელ მელიასხევთან
- საბადურის ტყე — ფიჭვნარი და წიფლნარი სასეირნო ბილიკებით, თბილისის გზაზე
- ჯალეთის ბაზილიკა — ძველი ეკლესია ივრის ხეობაში
- თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ფშავისა და ერწო-თიანეთის ყოფა და არქეოლოგია
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 78 კმ-ია უჯარმისა და სიონის წყალსაცავის გავლით, 1,5 საათამდე. მარშრუტკა თიანეთში ისნის (სამგორის) სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ვაზიანი–უჯარმა–სიონის გზით; ალტერნატივა — სამხედრო გზა ჟინვალამდე და იქიდან ბაზალეთის გავლით.
სად დავრჩეთ: საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები დაბასა და ახლომდებარე სოფლებში.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, ზაფხულშიც; ბოჭორმისთვის — მაღალი გამავლობის მანქანა.
კავშირი: დაბაში ინტერნეტი კარგია, შორეულ სოფლებსა და ტყეში — არასტაბილური.