national delicacy

უმაგრესი ტური ოქროსფერ ძამის ხეობაში-25₾

  • ID: 64816
  • ნახვები: 873
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/10/21
    დაბრუნება
    • 19/10/21
დამატებითი ინფორმაცია

24 ოქტომბერს (კვირას) ტური ოქროსფერ ძამის ხეობაში?!
გინდა იხილო ზღაპრული ფერები, მოილოცო წმინდა სალოცავები და გადაიღო ორიგინალური, განუმეორებელი, სამახსოვრო ფოტოები?!
მოვინახულებთ: მზოვრეთს, ბატეთს, ქოზიფას, ორთუბანს და თუ დრო დაგვჩა ტბეთის მონასტერს!

ტურის დეტალური აღწერა:
24 ოქტომბერი (კვირა) - ტური რომელიც არ უნდა გამოტოვო!!!
ტურის საფასური -25 ლ.
ტურის ხანგრძლივობა: ერთი დღე 07:30(AM)-22.00 (PM)
ტურის სახეობა: პილიგრიმული-კულტურულ-შემეცნებითი.
მარშრუტი: თბილისი-ქარელი-თბილისი
მანძილი: 130 კმ (ცალმხრივად)
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკროავტობუსი
შეკრების ადგილი: ველოსიპედის ძეგლთან, რესპუბლიკის მოედანზე, მეტრო რუსთაველის მოპირდაპირე მხარეს!
მოვინახულებთ:
*მზოვრეთის ციხე- სამოთხე დედამიწაზე-VII-ს-ფეხით გასავლელი მანძილი ორმხრივად შეადგენს 3კმ.-ს. (ჯგუფის საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე განიხილება ჯიპის ტაქსებით ან სატვირთოთი ასვლა)! ჯიპის ღირებულებაა-ასვლა-ჩამოსვლა -8ლ. სატვირთოთი ასვლა-ჩამოსვლა-5ლ.;
*ქოზიფას (გუგომის) მამათა მონასტერი-სამონასტრო კომპლექსი-VII -ს-ის ძეგლი და იქ არსებული მიწისქვეშა წმ. ბერების მამათა საძვალე; P.S. ეს ადგილი ძალიან უყვარდა მეფე თამარს და ქართლში მოგზაურობის დროს აუცილებლად სტუმრობდა მას! (ფეხით გასავლელი მაქსიმალური მანძილი 300 მ).
*ორთუბნის დედათა მონასტერი- სადაც შეგიძლიათ თქვენი სურვილები კედელში დატოვოთ და დედაო ლოცვებში მოიხსენიებს;

*იდუმალებით მოცული ბატეთის ტბა: ბატეთის ტბა მდებარეობს ძამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მ -ზე. მეწყერული წარმოშობისაა, გარშემორტყმულია ფოთლოვან- წიწოვანი შერეული ტყით. ამ ტბას ორი ლეგენდა უკავშირდება, რომელსაც ტურის მიმდინარეობის დროს გაგიმხელთ. არის ულამაზესი სანახავი წლის ნებისმიერ სეზონზე. განსაკუთრებით შემოდგომით, რაშიც თავად დარწმუნდებით. გზად მიუყვება ნაკადული, და წინ ულამაზესი ხედები იშლება.

თუ მოვასწარით, ვნახულობთ:
ტბეთის მამათა მონასტერს.

 ტურის საფასურში შედის:
1) მგზავრობა;
2) გიდი (გამყოლი).
3) ფოტო გადაღება;
4) დაგეხმარებით სამწვადის შერჩევაში სურვილის შემთხვევაში;
5) სიურპრიზი-გათამაშება!

არ შედის:
კვება: კვების გარეშე (ყველას მოგვაქვს საკვები ინდივიდუალურად და ერთად ვკიკნიკობთ ბუნებაში ან ვქირაობთ ფაცხას).
დამატებითი ინფორმაცია:

სასურველია იქონიოთ მზისგან და წვიმისგან დამცავი საშუალებები. თბილი სამოსი.
კომუნიკაციის საშუალებები:
მობილური იჭერს ყველგან,
გაითვალისწინეთ:
* მზოვრეთამდე ფეხით გასავლელი მანძილი ორმხრივად შეადგენს 3კმ.-ს. (ჯგუფის საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე განიხილება ჯიპის ტაქსებით ან სატვირთოთი ასვლა). ჯიპის ღირებულებაა-ასავლა ჩამოსვლა -8ლ. სატვირთოთი ასვლა ჩამოსვლა-5ლ.

* ბატეთის ტბამდე ფეხით გასავლელი მანძილი ორმხრივად შეადგენს-6 კმ.-ს. (ჯგუფის საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე განიხილება ჯიპის ტაქსებით ან სატვირთოთი ასვლა). ჯიპის ღირებულებაა-ასავლა ჩამოსვლა -10 ლ. სატვირთოთი ასვლა ჩამოსვლა-7 ლ.

გაითვალისწინეთ!!!
*ყველას თან გვაქვს პირბადეები!
* არ ვანაგვიანებთ გარემოს!
* არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე!
* არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევი!
* არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
* ვუჯერებთ ტურის გამყოლ-ორგანიზატორებს!
* საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ერთად ვაწყობთ პიკნიკს!
* ფორსმაჟორულ სიტუაციაში ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს მარშუტი, ალტერნეტიულით!

* ტურის დასაჯავშნად თანხას ვრიცხავთ წინასწარ ანგარიშის ნომერზე!
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია ! ! !
მსურველებმა სიაში ჩასაწერად და დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 593. 914492; 551.175999;
ტურის ორგანიზატორი: აკაკი ლომიტაშვილი.
დაჯავშნა მოხდება მხოლოდ თანხის ჩარიცხვის შემდეგ!

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/10/21
    დაბრუნება
    • 19/10/21