გუდამაყრის ტური, სულ ♡ შემოდგომის ელფერი
ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; Alex Mestiashvili · CC BY-SA 3.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოასწარი ფერადი გუდამაყრის ტური - სულ, სულ !
!!! ჩვენ გველის - 300 არაგველისა და უმშვენიერეს-მისტიური, შავი არაგვის ხეობა, ტყე და მწვერვალები; წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი სალოცავი ; პირიმზის ფუძის ანგელოზი, გოდერძი ჩოხელის სამყოფელი - ჩოხი და წმინდა გიორგის ეკლესია; შავი და თეთრი არაგვის განუმეორებელი შესართავი;
არ გაუშვა ეს უნიკალური შანსი ! ❤
1. მგზავრობა ორივე მიმართულებით;
2. ფოტოგადაღება;
3. გამოცდილ გიდთან ერთად მოგზაურობა.
???? გაფრთხილება: არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე, რომელსაც გამოიყენებთ მგზავრობისას!
???? ფეხით გასავლელი მანძილი დაახლოებით 3 კმ.
⏰ გასვლის დრო : 07:00
???? გასვლის ადგილი : მარჯანიშვილის მოედანი
⚠️ ადგილები ივსება ჩარიცხვის მიხედვით, ჩარიცხული თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ბილეთის ხელახალი გადაყიდვის შემთხვევაში.
შენი მწვანე თავგადასავალი იწყება აქ ???? ????
ფასანაური — რა ტურებს გთავაზობთ
ფასანაური ყაზბეგისა და გუდაურის ტურების ჩვეული გაჩერებაა: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, სადილი ხინკლით და, სურვილისამებრ, ღამე მთაში. მარშრუტს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
ზაფხულში აქ თბილისზე გაცილებით გრილა — დღისით 22–25°, ღამით 12–15°; ივნისიდან სექტემბრამდე კარგია ხეობებში სასეირნოდ.
მაისი და ოქტომბერი მშვიდია, ტყე კი ყველაზე ლამაზია შემოდგომაზე. ზამთარში ფასანაური გუდაურის თხილამურებისთვის იაფი ბაზაა — 30 კმ-ში.
რა ვნახოთ
- თეთრი და შავი არაგვის შესართავი — დაბასთან ახლოს, ორი სხვადასხვა ფერის წყალი ერთ კალაპოტში
- ხინკლის სახლები — ფასანაური მთიულური ხინკლით არის ცნობილი, ბევრი გზისპირა სამიკიტნოა
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ჟინვალის წყალსაცავზე, დაახლოებით 25 კმ-ში სამხრეთით
- გუდამაყრის ხეობა — შავი არაგვის ხეობა მთის სოფლებითა და ბილიკებით
- ლომისის მონასტერი — მთაზე, დაახლოებით 2200 მეტრზე; მლეთის მხრიდან ფეხით ადიან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 90 კმ-ია, 1,5 საათი. სტეფანწმინდისა და გუდაურის მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის და ფასანაურში ჩერდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: სამხედრო გზით ჟინვალისა და ანანურის გავლით, მთელ სიგრძეზე ასფალტია.
სად დავრჩეთ: დაბაში და მის ახლოს — გესტჰაუსები და რამდენიმე სასტუმრო მდინარის პირას.
რა წავიღოთ: თბილი ზედა ზაფხულის საღამოებისთვის და სასეირნო ფეხსაცმელი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი დაბაში კარგად მუშაობს.