ყაზბეგის ცეცხელოვანი ტური, სულ! გერგეტი, გველეთი, სიონი, დარიალი, ტრავერტინები, გადასახედი
ფოტო: This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Аліна Семенець · CC BY-SA 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ყაზბეგის ცეცხლოვანი ტურო–გრანდიოზა – სულ ????
???? დარეკე ახლავე - ან მოგვწერე ????
◾ რა უნდა ვნახოთ:
*ცასწვდენილი და ბუმბერაზი, აალებული მთებით გარშემორტყმული უმშვენიერესი გერგეტის სამება;
*მისტიური დარიალი და მისი სამონასტრო კომპლექსი;
*ჯვრის უღელტეხილის თავბრუდამხვევი, უმშვენიერესი უღელტეხილ-ხედები და გადასახედი;
*ტრავერტინები;
**გველეთის ჩანჩქერი; ????
** ხევის სიონი
** ალმურდებული გზები და მთები <3
1. მგზავრობა ორივე მიმართულებით;
2. ფოტოგადაღება;
3. გამოცდილ გიდთან ერთად მოგზაურობა.
⏳ გაითვალისწინეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია,ასე რომ იჩქარე და მოასწარი ????????
???? გაფრთხილება: არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე, რომელსაც გამოიყენებთ მგზავრობისას!
⏰ გასვლის დრო : 07:00
???? გასვლის ადგილი : მარჯანიშვილის მოედანი
???? ფეხით გასავლელი მანძილი : დაახლოებით 8 კმ.
პ.ს. გერგეთის სამებაზე ასასვლელად შეგიძლიათ ადგილზე დელიკის ქირაობაც.
ადგილები ივსება ჩარიცხვის მიხედვით, ჩარიცხული თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ბილეთის ხელახალი გადაყიდვის შემთხვევაში.
ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.
რა ვნახოთ
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
- გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
- დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
- ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
- ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
- რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.