დღიანი ტური,ლეჩხუმიდან წყალტუბო"
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Andrew Dubok · CC BY-SA 3.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
დღე 1 : გასვლა თბილისიდან 06:00-საათზე რაჭა- ლეჩხუმის მიმართულებით.
დღის სანახავი ადგილები და აქტივობები: შაორი, ნიკორწმინდა, ხვანჭკარა.
საირმის სვეტები, ნიკორძირის ჩანჩქერი. ღვირიშის ჩანჩქერი.
ზანდურის სახლი .
ღამისთევა სასტუმროში და ვახშამი.
დღე 2 : საუზმე სასტუმროში.
საღამოს წყალტუბოს პარკში გასეირნება. ღამისთევა წყალტუბოში.
სასტუმრო: პარკ რეზორტ წყალტუბო
დღე 3: საუზმე სასტუმროში.
მწვანე კანიონზე ნავით გასეირნება ( 900 მეტრი ერთი მიმართულებით)
ძველი სანატორიუმები , სილამაზის წყარო, ოტია იოსელიანის მუზეუმი, № 6 აბაზანა,
გამომგზავრება თბილისში.
გზის კვება,
ვახშამი წყალტუბოში ( მეორე დღეს)
ცაგერის მუზეუმის ბილეთი - 5 ლ.
ხვანჭკარაში დეგუსტაცია - 15 ლ
_____________________________________
• თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ. მას შემდეგ რაც ჩაეწერებით სიაში ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომერს.
გაითვალისწინეთ !
• შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მონაწილეთა ჯანმრთელობას.
• ყველა მონაწილეს უნდა ქონდეს საკუთარი პირბადე.
( დახურულ სივრცეში მათი გამოყენება სავალდებულოა)
• ტურის წინ მოხდება მონაწილეთა თერმო სკრინინგი.
ცაგერი — რა ტურებს გთავაზობთ
ლეჩხუმის ტური — ტრანსპორტი, გიდი, ღვინის დეგუსტაცია ტვიშსა ან ოყურეშში და ღამისთევა ცაგერში; სურვილის შემთხვევაში დავამატებთ რაჭასაც. დღეებს და მარშრუტს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ოქტომბერში ლეჩხუმში რთველია.
ზაფხულში ხეობაში თბილა, 28–30°-მდე; ამ დროს კარგია ლაშიჭალის საზაფხულო ადგილები და ლენტეხის მიმართულება.
ზამთარი რბილია ქალაქში, მაგრამ მთის სოფლებში თოვლი დიდხანს დევს.
რა ვნახოთ
- მურის ციხე — ლეჩხუმის ძველი ციხე-სიმაგრე, რომელსაც უძლეველს უწოდებდნენ; მის ახლოს მაქსიმე აღმსარებლის განსასვენებელს უკავშირებენ
- მაქსიმე აღმსარებლის ეკლესია — ცაგერში, VII საუკუნის ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი
- ორბელიანების ციხე — გზიდანვე ჩანს ხეობის თავზე
- ტვიში და ოყურეში — ცნობილი ღვინის სოფლები, ტვიშისა და უსახელოურის სამშობლო
- ლაილაში — ძველი სოფელი, სადაც ოდესღაც ებრაული თემი ცხოვრობდა და იპოვეს X საუკუნის თორა
- ლაშიჭალა — ტყიანი საკურორტო ადგილი ქალაქიდან დაახლოებით 20 კმ-ში
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ცაგერამდე დაახლოებით 300 კმ-ია, მანქანით 5 საათამდე ქუთაისისა და წყალტუბოს გავლით. მარშრუტკები ქუთაისიდან დადის, თბილისიდან ზოგჯერ პირდაპირიც.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ქუთაისიდან წყალტუბოს გავლით, ბოლო ნაწილი ხეობის დაკლაკნილი გზაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე პატარა სასტუმროა, სოფლებში — ოჯახური გესტჰაუსები მარნით.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი მურის ციხემდე ასასვლელად, ეკლესიებისთვის — თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი მუშაობს, მაღალ სოფლებში — სუსტად.