გუდამაყარი, ბაზალეთის ტბა

ფოტო: Alex Mestiashvili · CC BY-SA 3.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; shankar s. from Dubai, united arab emirates · CC BY 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაფასანაური
ფასიფასი — მოთხოვნით
ID64653

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ეს ტური მათთვის არის ვისაც დილით ადრე ადგომა ეზარება.
გავდივართ 9:00 საათზე.

გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია.მთები ყდებადა აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავი მოთხრობა წერია.
სიმწვანე და მთის ჰაერი
გუდამაყარი - სულის სიმშვიდეა
გუდამაყარი სხვა სამყაროა

გუდამაყარი მდებარეობს მდ. გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით - ხევი, აღმოსავლეთით - ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით - ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან - გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი. გუდამაყარიდანაა ცნობილი მწერლი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი. იგი თავის არაერთ ნაწარმოებში იხსენიებს მშობლიურ მხარეს.

1. ბაზალეთის ტბა
2. ჟინვალის წყალსაცავი
3. თეთრი (მთიულეთის) და შავი (გუდამაყრის) არაგვის შესართავი
4. ჩოხის პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია
5. ჩოხის წმ. გიორგი
6. გოდერძის ჩოხელის ნასახლარი
7. სოფელი დუმაცხო. სალოცავი და ხედები ხეობაზე.

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
2-3 კმ. სირთულე მარტივი.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
ან ანი
ლევანი
VIBER / WhatsApp -

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 8:40 სთ-დან. გავდივართ 9:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

თბილისში დაბრუნება 22:00 საათისთვის

გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი.
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი წინდა საწვიმარი ან ქოლგა , კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
დილით ტურის დაწყებამდე გავივლით თერმოსკრინინგს (სიცხის გაზომვა), სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება ტურიდან. ასეთ შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
აუცილებელია პირბადე.

ფასანაური — რა ტურებს გთავაზობთ

ფასანაური ყაზბეგისა და გუდაურის ტურების ჩვეული გაჩერებაა: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, სადილი ხინკლით და, სურვილისამებრ, ღამე მთაში. მარშრუტს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

ზაფხულში აქ თბილისზე გაცილებით გრილა — დღისით 22–25°, ღამით 12–15°; ივნისიდან სექტემბრამდე კარგია ხეობებში სასეირნოდ.
მაისი და ოქტომბერი მშვიდია, ტყე კი ყველაზე ლამაზია შემოდგომაზე. ზამთარში ფასანაური გუდაურის თხილამურებისთვის იაფი ბაზაა — 30 კმ-ში.

რა ვნახოთ

  • თეთრი და შავი არაგვის შესართავი — დაბასთან ახლოს, ორი სხვადასხვა ფერის წყალი ერთ კალაპოტში
  • ხინკლის სახლები — ფასანაური მთიულური ხინკლით არის ცნობილი, ბევრი გზისპირა სამიკიტნოა
  • ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ჟინვალის წყალსაცავზე, დაახლოებით 25 კმ-ში სამხრეთით
  • გუდამაყრის ხეობა — შავი არაგვის ხეობა მთის სოფლებითა და ბილიკებით
  • ლომისის მონასტერი — მთაზე, დაახლოებით 2200 მეტრზე; მლეთის მხრიდან ფეხით ადიან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 90 კმ-ია, 1,5 საათი. სტეფანწმინდისა და გუდაურის მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის და ფასანაურში ჩერდება.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: სამხედრო გზით ჟინვალისა და ანანურის გავლით, მთელ სიგრძეზე ასფალტია.
სად დავრჩეთ: დაბაში და მის ახლოს — გესტჰაუსები და რამდენიმე სასტუმრო მდინარის პირას.
რა წავიღოთ: თბილი ზედა ზაფხულის საღამოებისთვის და სასეირნო ფეხსაცმელი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი დაბაში კარგად მუშაობს.

ფასანაური: გზამკვლევი
ფასანაური

ხშირი კითხვები

ღირს თუ არა ფასანაურში ღამის გათევა?
თუ ყაზბეგისკენ ან გუდაურისკენ მიდიხართ და იაფი და მშვიდი ბაზა გინდათ — კი. ცალკე ერთი-ორი დღე გუდამაყრის ხეობისა და შესართავისთვის საკმარისია.
მართლა აქ არის საუკეთესო ხინკალი?
ფასანაური მთიულური ხინკლით არის განთქმული და გზისპირა სამიკიტნოები ყოველთვის სავსეა. ყველაზე კარგი, ჩვეულებრივ, იქაა, სადაც ადგილობრივები ჭამენ.
რამდენია ფასანაურიდან გუდაურამდე?
დაახლოებით 30 კმ, ნახევარი საათი სამხედრო გზით. ზამთარში ზოგი აქ ჩერდება და დილით ფერდობებზე ადის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.