national delicacy

სამშვილდე პირღებული ფარცხისი

  • ID: 64651
  • ნახვები: 1631
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/10/21
    დაბრუნება
    • 09/10/21
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
9 ოქტომბერს, შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ტურს ქვემო ქართლის რეგიონში.

სამშვილდე მისტიური, ჯადოსნური, სევდიანი ქალაქი,რომელიც დროის ბილიკებზე დაგატარებს და გაგრძნობინებს იმას, რაც იმ დრომდე არასოდეს გინახავს და გიგრძვნია. ქალაქი, უცნაური ხმებითა და სურნელით, წარსულის სურნელით.
მიაბიჯებ ცენტრალურ, მთავარ ქუჩაზე, ალაგ–ალაგ გვერდითი, მცირე ქუჩები გხვდება შენაკადებად; თითოეული მათგანი თავისკენ გითრევს, ახალ–ახალ აღმოჩენებს გპირდება. სიჩუმეა. არაფერი გესმის საკუთარი სუნთქვისა და ფეხის ხმის გარდა. დაუწყებთ ძიებას წარსულის უცნაურ აჩრდილებს და ირწმუნებთ, რომ ისინი სადღაც თქვენთან ძალიან ახლოს დგანან. ეს კი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მთელი ცხოვრება გაგყვეთ შეგრძნება, რომელსაც წარსულში მოგზაურობა ჰქვია..

1. სამშვილდის ნაქალაქარი, რომელშიც გაერთიანებულია უამრავი კულტურული ძეგლი:
ისტორიული ხიდი, სასახლეები, ციხე-სიმაგრე, ციტადელი, ნასახლარების ნაშთები, აბანოები, წყლის ავზები, საინტერესო საფლავის ქვები, ძველი ქუჩები, ტეტრალიტი და ეკლესიები: წმ.გიორგის, ღვთისმშობლის მიძინების, წმ.თევდორე მე-12ს, სამშვილდის სიონი მე-8ს, შუა ს.ს. ,,პალატის" ეკლესია, თეოგენიდა - 12ს, სამნავიანი ბაზილიკა, ეკლესია შვერილი აფსიდით.
2. ხრამის და ჭივჭავის კანიონები
3. პირღებულის მონასტერი - მე-13 ს.
4. ფარცხისის ციხე

 

 ტურის ღირებულება: 25 ლარი

 ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
14 კმ. გზა არის მარტივი სირთულის.

 

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი
 598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:40 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

 თბილისში დაბრუნება 22:00 საათისთვის

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 დილით ტურის დაწყებამდე გავივლით თერმოსკრინინგს (სიცხის გაზომვა), სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება ტურიდან. ასეთ შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
 აუცილებელია პირბადე.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/10/21
    დაბრუნება
    • 09/10/21