სამცხე-ჯავახეთის ერთ დღიანი ტური

ფოტო: I kynitsky · CC BY-SA 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0; Lohen11 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაახალციხე
ფასიფასი — მოთხოვნით
ID64604

რა შედის

  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გთავაზობთ სამცხე-ჯავახეთის ერთ დღიან ტურს

გაერთე და დაისვენე ჩვენთან ერთად

ტურის გამართვის პერიოდი

ტურის ფარგლებში მოვინახულებთ

• მწვანე მონასტერი

• ვარძია

• რაბათი

• საფარა

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით / ავტობუსით (ყველა მოთხოვნადი დოკუმენტაციით)
გიდის მომსახურება
უფასო ყავა და ჩაი მგზავრობისას
დაზღვევა
თერმოსკრინინგი
პირბადე
სადენზინფექციო ხსნარი
ფოტო და ვიდეო გადაღება
მედდა ყველა საჭირო დოკუმენტაციით და აღჭურვილობით

• რაბათის ბილეთი+მუზეუმი -

• ვარძიის ბილეთი-

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად

ვმოქმედებთ ჯგუფურად მივყვებით გიდის ინსტრუქციას არ ვანაგვიანებთ გარემოს და ტრასნპორტს

ტურის მიმდინარეობისას იკრძალება ალკოჰოლის მიღება მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისვლისას და პიკნიკის მოწყობის დროს ცოტა რაოდენობით

მგზავრების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 15 დან ზევით ჯგუფის არ შეგროვების შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ უკან

ჩაწერა ხდება წინასწარ!

viber
viber
viber

®
მისი :. ქეთევან დედოფლის გამზ. 67 ა

ნაკლების ნახვა

ახალციხე — რა ტურებს გთავაზობთ

ახალციხის ტური ჩვეულებრივ ბორჯომს, რაბათს და ვარძიას აერთიანებს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და, ორდღიან ვარიანტში, ღამისთევა ახალციხეში. თარიღსა და ტემპს ერთად შევარჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ვარძიისა და საფარის გზები მწვანეა ან შემოდგომის ფერებში.
ივლისი–აგვისტო თბილია, დღისით 28–30°, საღამოები გრილი.
ზამთარი ცივია, -5°-მდე და ქვემოთ; რაბათი ღიაა, მაგრამ მთის გზებზე თოვლი შეიძლება დაგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • რაბათის ციხე — აღდგენილი ციხე-ქალაქი მეჩეთით, ეკლესიით, სასახლით და ისტორიული მუზეუმით
  • საფარის მონასტერი — X–XIV საუკუნეების ეკლესიები ტყიან ხეობაში, ქალაქიდან 12 კმ-ში
  • ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქალაქი, დაახლოებით 60 კმ-ში
  • ხერთვისის ციხე — მტკვრისა და ფარავნის შესართავთან, ვარძიის გზაზე
  • ზარზმის მონასტერი — მოხატული ტაძარი ადიგენის მხარეს, დაახლოებით 35 კმ-ში
  • აბასთუმანი — ძველი კურორტი ფიჭვნარში და ყანობილის ობსერვატორია, 28 კმ-ში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ბორჯომის გავლით დაახლოებით 205 კმ-ია, 3–3,5 საათი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან დღის განმავლობაში ხშირად გადის, მგზავრობა 3,5–4 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ხაშური–ბორჯომის გზით, კარგი ასფალტით.
სად დავრჩეთ: რაბათის მიდამოებსა და ცენტრში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო; ვარძიისთვის — კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.

ახალციხე: გზამკვლევი
ახალციხე

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ახალციხე და ვარძია ერთ დღეში?
შეიძლება, მაგრამ დღე გრძელი გამოდის — თბილისიდან ორივე მხარეს 7–8 საათი მხოლოდ გზაა. უფრო მშვიდად ჯობს ღამე ახალციხეში.
რამდენი დრო სჭირდება რაბათს?
ციხისა და მუზეუმის დასათვალიერებლად 1,5–2 საათი საკმარისია. საღამოს განათებული ციხე ცალკე სანახავია.
როგორ მივიდე ვარძიამდე ახალციხიდან?
მანქანით დაახლოებით 60 კმ-ია, საათზე ცოტა მეტი. მარშრუტკა დღეში რამდენჯერმე დადის, ამიტომ ტაქსი ან ტური უფრო მოსახერხებელია.
ბავშვებთან ერთად როგორია?
რაბათის ფართო ეზოები და გალავანი ბავშვებს მოსწონთ. ვარძიაში ბევრი კიბე და ვიწრო გვირაბია — პატარებს ხელში მოკიდება სჭირდებათ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.