national delicacy

გუდამაყარი, ბაზალეთის ტბა

  • ID: 64594
  • ნახვები: 2193
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/10/21
    დაბრუნება
    • 02/10/21
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
2 ოქტომბერს, შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს გუდამაყარში, რომელიც შემოდგომით არის ყველაზე ლამაზი.

გავდივართ დილის 9:00 საათზე, რომ არჩევნებზე მოვასწროთ დილით მისვლა.

 

გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია.მთები ყდებადა აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავი მოთხრობა წერია.
სიმწვანე და მთის ჰაერი 
გუდამაყარი - სულის სიმშვიდეა 
გუდამაყარი სხვა სამყაროა 

გუდამაყარი მდებარეობს მდ. გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით - ხევი, აღმოსავლეთით - ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით - ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან - გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი. გუდამაყარიდანაა ცნობილი მწერლი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი. იგი თავის არაერთ ნაწარმოებში იხსენიებს მშობლიურ მხარეს.

1. ბაზალეთის ტბა
2. ჟინვალის წყალსაცავი
3. თეთრი (მთიულეთის) და შავი (გუდამაყრის) არაგვის შესართავი
4. ჩოხის პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია
5. ჩოხის წმ. გიორგი
6. გოდერძის ჩოხელის ნასახლარი
7. სოფელი დუმაცხო. სალოცავი და ხედები ხეობაზე.

 

 ტურის ღირებულება: 25 ლარი

 ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
2-3 კმ. სირთულე მარტივი.

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი
 598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 8:40 სთ-დან. გავდივართ 9:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 

 თბილისში დაბრუნება 22:00 საათისთვის

 

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

დილით ტურის დაწყებამდე გავივლით თერმოსკრინინგს (სიცხის გაზომვა), სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება ტურიდან. ასეთ შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
 აუცილებელია პირბადე.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/10/21
    დაბრუნება
    • 02/10/21