რაჭის ორ დღიანი ტური

ფოტო: G.N. · CC BY-SA 3.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0; ალ-ო · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაამბროლაური
ფასიფასი — მოთხოვნით
ID64570

რა შედის

  • კვება
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • სასტუმროში განთავსება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

რაჭის ორ დღიანი ტური

გააერთე და დაისვენე საყვარელ ადამიანებთან ერთად

ტურის გამართვის პერიოდი

პირველი დღე:

ცხრაჯვარი

ნაქერალას უღელტეხილი

ნიკორწმინდა - წმ. ნიკოლოზის ტაძარი, მე-10 საუკუნე

ამბროლაური

მრავალძალი

სიყვარულის ტბა (მრავალძალში )

დაბინავება სასტუმროში (სასტუმრო მდებარეობს ამბროლაურში)

მეორე დღე:

ქვაბთკარი - (გულის ფორმის გამოქვაბული და პატარა ჩანჩქერი) - ადგილობრივი "ლეგენდის თანახმად" ამ გამოქვაბულში შესვლა"გაუთხოვრობას" შველის .

ბარაკონი - ღვთისმშობლის ეკლესია 1753 წ.

ონი

უწერა

შოვი

შაორის ტბა

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით / ავტობუსით (ყველა მოთხოვნადი დოკუმენტაციით)

გიდის მომსახურება

უფასო ყავა და ჩაი მგზავრობისას

დაზღვევა

თერმოსკრინინგი

პირბადე

სადენზინფექციო ხსნარი

ფოტო და ვიდეო გადაღება

მედდა ყველა საჭირო დოკუმენტაციით და აღჭურვილობით

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად

ვმოქმედებთ ჯგუფურად მივყვებით გიდის ინსტრუქციას არ ვანაგვიანებთ გარემოს და ტრასნპორტს

მგზავრების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 15 დან ზევით ჯგუფის არ შეგროვების შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ უკან

ჩაწერა ხდება წინასწარ!

:

viber

viber

viber

®

მისი :. ქეთევან დედოფლის გამზ. 67 ა

ამბროლაური — რა ტურებს გთავაზობთ

ტური ამბროლაურსა და მის შემოგარენში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია ხვანჭკარის მარანში და ღამისთევა რაჭაში. ორ-სამდღიან მარშრუტს ონითა და შოვით შეგიდგენთ თქვენთვის სასურველ დღეებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დღისით 18–25°, ოქტომბერში რაჭაში რთველია და ხვანჭკარას კრეფენ.
ივლისი–აგვისტო თბილია, 28–30°-მდე, მაგრამ საღამოს მთიდან გრილი ქარი უბერავს.
ზამთარში თოვლიანია; ქალაქამდე გზა იწმინდება, თუმცა მაღალმთიან სოფლებში მისვლა შეიძლება გაჭირდეს.

რა ვნახოთ

  • ნიკორწმინდა — XI საუკუნის ტაძარი მდიდარი ქვის ჩუქურთმით, ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ში
  • ხვანჭკარა — სოფელი, რომლის ვენახებიდანაც ამავე სახელის ნახევრად ტკბილი ღვინო მოდის; მარნებში დეგუსტაციაა
  • შაორის ტბა — ხელოვნური ტბა ნაკერალის ქედზე, ფიჭვნარით და გრილი ჰაერით
  • ბარაკონი — XVIII საუკუნის ტაძარი სოფელ ცესში, ღრმა ხეობის თავზე
  • ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი — რაჭველი მხატვრების ნამუშევრები და ადგილობრივი ეთნოგრაფია
  • რიონის სანაპირო — სასეირნო ადგილი ქალაქის ცენტრთან

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ამბროლაურამდე დაახლოებით 220 კმ-ია, მანქანით 3,5–4 საათი. მარშრუტკა დიდუბის სადგურიდან დადის და 4,5–5 საათი მიდის; ამბროლაურის აეროპორტში ნატახტრის აეროდრომიდან პატარა თვითმფრინავიც დაფრინავს, მაგრამ არა ყოველდღე — განრიგი წინასწარ გადაამოწმეთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ბოლო მონაკვეთი მთის დაკლაკნილი გზაა, ზამთარში საბურავები და ამინდი წინასწარ გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე სასტუმროა, ხოლო ხვანჭკარასა და ახლომდებარე სოფლებში — საოჯახო მარნები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა ტანსაცმელი საღამოსთვის, ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს, სოფლებში — ცვალებადად.

ამბროლაური: გზამკვლევი
ამბროლაური

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება ამბროლაურს?
ქალაქისთვის, ნიკორწმინდისა და ხვანჭკარისთვის ერთი სრული დღე საკმარისია. შაორისა და ონის დასამატებლად 2–3 დღე დაგეგმეთ.
რა უნდა გავსინჯო რაჭაში?
რაჭული ლობიანი, ლორი და, რა თქმა უნდა, ხვანჭკარა. ბევრ ოჯახურ მარანში ღვინოს იქვე, ქვევრიდან ასხამენ.
გზა ზამთარში გასავლელია?
ამბროლაურამდე ჩვეულებრივ კი, მაგრამ თოვლის შემდეგ უღელტეხილებზე შეიძლება ყინული იყოს. წასვლამდე ამინდს გადახედეთ და ზამთრის საბურავებით იმგზავრეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.