სიღნაღი - კახეთი : ლეგენდარული ტური ლეგენდარული ნიკალას სამშობლოში : სიღნაღი - ლეგენდარულ წინაპართა თავშესაფარი - ლეგენდარული წმინდა ნინოს მონასტერი - ლეგენდარული " პატარა კახი " - მარგარიტა და მილიონი წითელი ვარდი. . .
ფოტო: George Nikoladze · Public domain; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
რუსულენოვანი ტურისტებისათვის გიდის მომსახურება უფასოა !
ექსკლუზიური უფლებით უ ფ ა ს ო ა ისეთი ბრენდების დეგუსტაცია, როგორიცაა " რქაწითელი ", " ქინძმარაული ", " ხვანჭკარა ", " ჭაჭა " ! ! !
ბიზნეს კლასის ლეგენდარული MERCEDES - BENZ მარკის ლეგენდარული VIANO - ს მოდელის მიკროავტობუსით ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან ტურს თბილისიდან ქიზიყში - ლეგენდარული ნიკო ფიროსმანის სამშობლოში . . . საქართველოს უბატონო კუთხეში. . . სიღნაღი - ლეგენდარულ წინაპართა ლეგენდარული თავშესაფარი, საქართველოს ბრილიანტი. . . საქართველოს სავიზიტო ბარათი . .
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! ამ ტურში ნახავთ საოცრებას, რაც არაა ცნობილი ყველა მოკვდავისათვის ფა შეგნებულად არ ვშიფრავთ ამ განცხადებაში,, რის შედეგადაც ეს ტური გახდა ლეგენდარული ! ასეთი ზემძლავრი ტურის ჩატარება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია !
1. ესტუმრებით ლეგენდარული ნიკო ფიროსმანის მშობლიურ სოფელს, სადაც დაათვალიერებთ ნიკალას სახლს და მის ნივთებს, ასევე ნახავთ ულამაზეს მარგარიტას, რომელსაც ნიკალამ მილიონი წითელი ვარდი უყიდა . . . ! ამის შემდეგ უკვდავი გახდნენ ნიკო ფიროსმანი და მსახიობი მარგარიტა !
2. ამავე ეზოში ნახავთ ნიკალას მუზეუმს, სადაც განთავსებულია მისი შედევრები !
3. ბოდბეში ნახავთ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს და ლეგენდარული წმინდანის საფლავს !
4. სასწაულმოქმედ და სამკურნალო წყალს, რომელიც წარმოიშვა წმინდანის ლოცვით ! მონასტერიდან უნდა ჩაიაროთ 700 საფეხური წყარომდე და რწმენით დალიოთ და განიბანოთ წმინდა წყაროში, რომელიც მოგიხსნით ყოველგვარ დაავადებას !
5. ნახავთ ულამაზეს ძველსა და ახალ სიღნაღს და ლეგენდარული ერეკლე მეორის ბრძანებით სიღნაღელების მიერ აშენებულ სიღნაღის დიდ კედელს - ციხე - გალავანს, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორეა ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ და სიღნაღს ჰყოფს ორ ნაწილად, რომელსაც ძველი და ახალი სიღნაღი ჰქვია ! " სიღნაღის დიდი კედლის " უმაღლესი ადგილიდან გადახედვისას მნახველის თვალწინ გადაიშლება ლეგენდარული " ალაზნის დიდი ველი " ! ნუ დაგავიწყდებათ, რომ ლეგენდარულ ერეკლე მეორეს არ წაუგია არცერთი ბრძოლა და მას ქართველმა ხალხმა სიყვარულით " პატარა კახი " შეარქვა . . . !
6. სიღნაღში ნახავთ მეორე მუზეუმს, სადაც განთავსებულია ლეგენდარული ნიკო ფიროსმანის ტილოები, რომლებიც შეუფასებელია და მათ შორისაა ქართლ - კახეთის ლეგენდარული მეფე ერეკლე მეორე . . . , აგრეთვე " მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი თამარი . . ."
7. ექსკლუზიური უფლებით შეგიძლიათ მიირთვათ და შეიძინოთ ალაზნის ველზე მოყვანილი 80 საუკეთესო ჯიშის ყურძნისგან ქართულ ქვევრებში დაყენებული საუკეთესო ღვინოები !
8. ლეგენდარული ნიკო ფიროსმანის დიდების აღსანიშნავად ექსკლუზიური უფლებით გთავაზობთ ჩვენი ბრენდების - " რქაწითელის ", " ქინძმარაულის " " ხვანჭკარას " და " ჭაჭის " უფასო დეგუსტაციას ! ! !
ასეთი ზემძლავრი ტურების ჩატარება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია !
სიღნაღი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სიღნაღში ჩვეულებრივ ბოდბესაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, დეგუსტაცია ადგილობრივ მარანში, სურვილისამებრ ღამისთევა ძველ ქალაქში. ერთდღიან და ორდღიან ვარიანტს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, ველი მწვანეა ან რთველი მიდის, კავკასიონი კარგად ჩანს.
ივლისი–აგვისტოში ქალაქი მაღლაა და ველზე გრილა, მაგრამ შუადღისას მაინც 30°-ს ცდება.
ზამთარში მშვიდია, ბევრი გესტჰაუსი ღიაა; ნისლიან დღეს ველის ხედი შეიძლება ვერც ნახოთ.
რა ვნახოთ
- გალავანი — XVIII საუკუნის კედელი კოშკებით; ზოგ მონაკვეთზე ასვლა და კედელზე გავლა შეიძლება
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი და წყარო, ქალაქიდან 2 კმ-ში
- სიღნაღის მუზეუმი — ფიროსმანის ნახატების კოლექცია და არქეოლოგიური ექსპოზიცია
- წმინდა გიორგის ეკლესია და თავისუფლების მოედანი — ქალაქის ცენტრი ხედის ბაქნებით
- მარნები და ღვინის ბარები — ადგილობრივი საფერავი და ქვევრის რქაწითელი
- წნორი და ალაზნის ველი — ქვემოთ, 10 წუთის სავალზე, ვენახებითა და ბაზრით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან საგარეჯოსა და ბაკურციხის გავლით დაახლოებით 110 კმ-ია, 1 საათი და 45 წუთიდან 2 საათამდე. მარშრუტკა სამგორის სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საგარეჯო–გურჯაანის ტრასით და ბოლოს აღმართით ქალაქში; გზა კარგია მთელი წლის განმავლობაში.
სად დავრჩეთ: ძველ ცენტრში — პატარა სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები ველზე გადამავალი აივნებით.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ქუჩები ქვაფენილიანი და დაქანებულია; ბოდბისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი კარგად მუშაობს.