national delicacy

მოირონინე სვანეთი - ლატფარისა და ზაგაროს უღელტეხილები - 160 ლარად ❤

  • ID: 64462
  • ნახვები: 1613
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/09/21
    დაბრუნება
    • 26/09/21
დამატებითი ინფორმაცია

 მოლაშქრეთა კლუბი რონინი 23-26 სექტემბერს გთავაზობთ 4 დღიან არასტანდარტულ ტურს სვანეთში 

 შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ,ლუკოილსა და გალფს შორის)
 შეკრების დრო: 00:05 სთ.
 გასვლა: 00:15 სთ.

 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი

 

 ტურის აღწერა:

 

 პირველი დღე
1. ჰეშკილის ქოხები და ცნობილი საქანელა 
2. სიყვარულის კოშკი
3. ლატფარის უღელტეხილი საიდანაც იშლება ენით აღუწერელი ხედები - კალაში დაგვხვდება დელიკები რომლებიც აგვიყვანს ლატფარის უღელტეხილზე მდებარე ტაძარში ზ/დ 2800მ. (იქვეა 2 ტბა, სიყოჩაღის შემთხვევაში მათი ნახვაც შესაძლებელია  )
4. სოფელი უშგული
5. სურვილის შემთხვევაში ვნახავთ ფილმ "დედეს"

 

 დაბინავება უშგულში საოჯახო ტიპის სასტუმროში

 

 მეორე დღე
1.მთა ლალშირალ - საიდანაც იშლება პანორამული ხედები ენგურის სათავეზე, უშგულზე, ასევე შეგვიძლია დავტკბეთ ერთდროულად მწვერვალების - შხარას , უშბას, თეთნულდის აილამასა და ლანქვერის ხედებით 
2. უშგულის ლამარია (ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - IX-X სს)
3. თამარის კოშკი - XII-XIII სს -გადმოცემის თანახმად, ეს თამარ მეფის ზამთრის რეზიდენცია იყო.

 

 

 დაბრუნება სასტუმროში - თავისუფალი დრო

 

 მესამე დღე
1. ზაგაროს უღელტეხილი (უღელტეხილი აკავშირებს ზემო და ქვემო სვანეთს. ზ/დ 2623 მ - ავდივართ დელიკებით)
2. 13 ასურელი მამის ეკლესია ზაგაროს უღელტეხილზე ( ზ/დ 2700 მ) - მომაჯადოვებელი პანორამული ხედები
3. მესტია (თავისუფალი დრო)

 

 დაბინავება მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში

 

 მეოთხე დღე
1.მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
2. ენგურის წყალსაცავი
3. დადიანების სასახლე

 

 

 სურვილის შემთხვევაში ზუგდიდში ელარჯსაც მივირთმევთ 

 

 გამომგზავრება თბილისში

 მარშუტის სირთულე:
მარტივი
 ფეხით გასავლელი მანძილი:
ჯამში 8 კმ.

 

 ტურის ღირებულება - 160 ლარი

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 (1 კვირა) საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

 

 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
 გამყოლი
 ფოტოგადაღება
 განთავსება სასტუმროში სამი ღამით

 

 ფასში არ შედის:
 ოთხი დღის სამყოფი საკვები, მიგვაქვს ინდივიდუალურად და ვიკვებებით ერთად .
 მესტიის მუზეუმში შესასვლელი ბილეთი 10 ლარი (სტუდენტი/სკოლის მოსწავლე/პენსიონერი 0.5ლ. საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები/თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები -1ლ) ,
 სიყვარულის კოშკში შესვლის ღირებულება 1 ლარი,
 დელიკის ღირებულება 50 ლარი (ზაგარო, ლატფარი)
 ფილმის ჩვენების საფასური 10 ლარი (სურვილის შემთხვევაში)

 წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ვერ შევძლებთ ლატფარის უღელტეხილზე ასვლას, თუმცა უშგულიდან დაბრუნებისას თუ კარგი ამინდი დაგვემთხვევა აუცილებლად ავალთ 

 რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ასევე წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი  რაც მთავარია - არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა !!! 

 

 

 

 ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი

 

 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე160.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/09/21
    დაბრუნება
    • 26/09/21